პროექტის სახელი: „ვისწავლოთ ერთად“
პროექტის ხელმძღვანელები:
გორისის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების
მასწავლებელი ნათია შეყლაშვილი. ტელ - 551772007
სავანის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების
მასწავლებელი ნატო ზეინკლიშვილი. ტელ -
577621419
პროექტში ჩართულობა: გორისის, სავანის და სპეთის სკოლების მოსწავლეთა
(8,9,10,11,კლასები) ჯგუფები, მასწავლებლები
და მშობლები.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე
1)
პროექტში მონაწილე მასწავლებლების შეხვედრა (1 დღე)
2)
მოსწავლეებთან შეხვედრა და პროექტის განხილვა
(2 დღე)
3)
ყველა მონაწილის
მიერ პროექტის გეგმის შემუშავება (2 დღე)
4)
სკოლების ადმინისტრაციებისათვის პროექტის გეგმის გაცნობა
(1დღე)
5)
პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრის მოწყობა გორისის
საჯარო სკოლაში (მომზადება შეხვედრისათვის 2 კვირა)
6)
პროექტის ფარგლებში მეორე შეხვედრის მოწყობა სავანის საჯარო სკოლაში (მომზადება 2 კვირა)
7)
პროექტის ფარგლებში მესამე შეხვედრა სპეთში და ლაშქრობის
მოწყობა (2 კვირა)
პროექტის განხორციელების
ადგილი: საჩხერის მუნიციპალიტეტი,
სოფ: გორია, სავანე და სპეთი.
პროექტის მიზანი: მოსწავლეთა დამეგობრება, მოტივაციის გაზრდა, თანამშრომლობითი
გარემოს შექმნა, გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. ასევე არგუმენტირებული მსჯელობის,
სხვისი აზრის პატივისცემის, ინფორმაციის დახარისხებისა და შეფასების უნარების
განვითარება.
პრობლემის განსაზღვრა: დღეს საზოგადოებაში ხშირად ვლინდება სხვადასხვა
სახის კონფლიქტები, ძალადობის ნიშნები და ა.შ.
მაგალითად კამათი შვილებსა და მშობლებს შორის არცთუ იშვიათ მოვლენად იქცა, რასაც
შედეგად მოზარდის ოჯახთან დაშორება, სხვა მეგობრების ძიება (სადაც თავს კარგად იგრძნობს)
და ხშირად მისი არასწორი განვითარება მოსდევს.
ასევე ხშირია კონფლიქტები თანატოლებს შორის, რაც იწვევს უფრო ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრას
და სხვა. ამდენად პროქტის ფარგლებში ერთობლივად გადავწყვიტეთ მოვაწყოთ დებატები აღნიშნული საკითხების ირგვლივ.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაფიქრდებიან თავიანთი ასაკის თავისებურებებზე,
აღწერეს საკუთარ როლს, ფუნქციებს, უფლებებს, მოვალეობებსა და ვალდებულებებს, როგორც
სკოლაში, ასევე ოჯახში. განსაზღვრავენ ოჯახის როლს მოზარდის აღზრდაში, მის ფორმირებასა
და წარმატებაში. ისაუბრებენ მშობლებსა და ვილებს შორის კამათის მიზეზებზე და გამოთქვამენ
თავიანთ მოსაზრებებს. ასევე მოისმენენ მშობლების პოზიციებს, მასწავლებლების მოსაზრებებს
და ექიმის (სასურველია ფსიქოლოგის) რჩევებს.
იმუშავებენ ჯგუფებში, მოამზადებენ პრეზენტაციებს.
იმსჯელებნ თუ რა შეიძლება მოჰყვეს თანატოლებს შორის კონფლიქტებს,
რა არის ძალადობა, განასხვავებენ ძალადობის სახეებს, გააკეთებენ დასკვნებს. ერათად მოწყობილი დებატეტი, აზრის გაზიარება, ერთობლივი
ლაშქრობა ხელსშეუწყობს მათ დამეგობრებას, კომუნიკაციის უნარის განვითარებას, აამაღლებს
მათ მოტივაციას.
სტანდარტის შესაბამისი
შედეგები:
მოქ.IX.2. მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა საზოგადოებაში
·
მსჯელობს ოჯახზე, როგორც საზოგადოების ძირითად ღირებულებასა
და ადამიანის ძირითად გარემოზე. გამოკვეთს
ოჯახის სტრუქტურას და ფუნქციურ როლებს მასში. აანალიზებს ოჯახში პასუხისმგებლობების
განაწილების საკითხს და მსჯრლობს საკუთარ პასუხისმგებლობაზე.
·
აღწერს საკუთარ როლს, ფუნქციებს, უფლებებს, მოვალეობებს
და ვალდებულებებს, როგორც კლასისა და სკოლის თემის წევრი.
მოქ.IX.6. მოსწავლეს
შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.
·
მისთვის ნაცნობი სოციალური გარემოს მაგალითზე (ოჯახი,
სამეზობლო, კლასი, სკოლა, სამეგობრო, დასახლება) გამოყოფს იმ ფაქტორებს, რომელიც მათ
ერთმანეთზე დამოკიდებულს ხდის. მოჰყავს მაგალითები მხატვრული ლიტერატურიდან და ისტორიიდან.
·
მსჯელობს არაძალადობრივ ურთიეთობებზე, როგორც ფსიქიკური
სიჯანსაღის მაჩვენებელზე
·
გამოხატავს სოლიდარობასა და თანაგრძნობას იმ ადამიანების
მიმაღთ, ვისაც ძალადობის საფრთხე ემუქრება.
მოქ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის
საფუძვლებისა და პირობების კვლევა.
ü აკავშირებს
საზოგადოებაში სამართლიანობის პირობებს მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებთან;
პროექტის ამოცანა:
1)
სკოლების
დამეგობრება
2)
მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება
3)
ცოდნის გაღრმავება/ინფორმირება
პროქტის მსვლელობა:
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ზემოთ აღნიშნული სკოლების
მოსწავლეთა ჯგუფების შეხვედრები (სულ 3 შეხვედრა). აპრილისა და მაისის თვეებში.
პირველი შეხვედრა
შეხვედრის ხელმძღვანელი
: ნათია შეყლაშვილი (პედაგოგი)
შედგება
გორისის საჯარო სკოლაში 11 აპრილს. მოეწყობა დებატები თემაზე: მოზარდი და მასზე
მოქმედი გარემო ფაქტორები.
მოსწავლეები წინასწარ დაიყოფიან ჯგუფებად,
1) ჯგუფი ჩაატარებს
გამოკითხვას და მოამზადებს ვიდეოჩანაწერს:
რამდენად ხშირია კონფლიქტები შვილებსა
და მშობლებს შორის? რა არის ამის მიზეზი? ვინ არის დამნაშავე?
2) ჯგუფს დაევალა
მოიძიოს ინფორმაცია გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი თვისებების შესახებ. ვინ /რა ახდენს მნიშვნელოვან გავლენას მოზარდის
ქცევაზე, ფორმირებაზე.
3) მესამე ჯგუფს
დაევალა ჩაწერონ ინტერვიუ ექიმთან (პსიქოლოგთან, პედიატრთან) და მიიღონ მათგან სასარგებლო
რჩევები.
ü პირველ რიგში ყველა
დამსწრე წარადგენს თავს.
ü შეხვედრის
ხელმძღვანელი პედაგოგი აკეთებს თემის გარშემო მოკლე მიმოხილვას
ü თვალყურს
ადევნებენ პირველი ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ ვიდეომასალას
(ჩანაწერის ნახვის
შემდეგ გაჩნდება კითხვები, ასევე საკუთარი მოსაზრების გამოთქმის სურვილი, განსაკუთრებით
კითხვაზე „ვინ არის დამნაშავე“? როგორი უნდა
იყოს ურთიერთობა შვილებსა და მშობლებს შორის? რამდენად გამოდით მათ იდეალური ურთიერთობები მოზარდობის ასაკში? თავად
როგორი შვილები არიან? როგორი მშობლები იქნებიან მომავალში? (დაახ. 20 წ.)
ü მეორე
ჯგუფი გააკეთებს მათ მიერ მოპოვებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის პრეზენტაციას. რის
შემდეგაც გაიმართება დებატები/მსჯელობა, თუ ვინ ან რა ახდენს მნიშვნელოვან გავლენას
მოზარდზე, მის სწორ ან არასწორ განვითარებაზე.
ü გამოთქვამენ
მოსაზრებებს, სად ხედავენ გამოსავალს
ü მოისმენენ
მესამე ჯგუფის მიერ მომზადებულ ჩანაწერს/ინტერვიუს ფსიქოლოგისა და პედიატრის რჩვებს.
ü გააკეთებენ
დასკვნებს.
მეორე შეხვედრა
შედგება სავანის საჯარო სკოლაში 28 აპრილს.
თემა: ძალადობა
შეხვედრის ხელმძღვანელი ნატო ზეინკლიშვილი
ü მოსწავლეებმა ერთობლივად შეიმუშავეს
სლოგანები ძალადობის წინააღმდეგ.
ü სავანის
სკოლის მოსწავლეები გააკეთებენ ფლეშმობს „არა
ძალადობას“
ü გააკეთებენ
პრეზენტაციებს თემებზე:
„ძალადობის სახეები საქართველში“
„ძალადობა სკოლაში“ და „სამართლიანი თანაცხოვრება“
მესამე შეხვედრა
შედგება
სოფელ სპეთში 20 მაისს
ამ დღისთვის დაიგეგმა ლაშქრობა. ყველანი ერთმანეთს შევხვდებით სოფელ ჭალაში, ხიდთან და ერთად წავალთ სპეთის უძველესი
სალოცავის, მაცხოვრის ტაძრისკენ.
რისკ ფაქტორი:
1)
ვერ მოხერხდეს ტრანსპორტირება
2)
მოსწავლეებმა ვერ მოახერხონ ინტერვიუს მომზადება.
3)
არ შედგეს საინტერესო დებატები, ვერ მოხერხდეს აღნიშნული
თემით საკმარისი დაინტერესება
4)
უამინდობის გამო ვერ მოხერხდეს ტაძრამდე მისვლა (მდებარეობს
საკმაოდ მაღალ და მიუვალ ადგილზე)
რეფლექსია:
სასწავლო პროექტი „ვისწავლოთ ერთად“ წარმატებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამივე შეხვედრა შედგა
და საინტერესოდ წარიმართა. შეიძლება თამამად ითქვას რომ ამოცანა შესრულებულია,
ბევრი კამათის, მსჯელობის , ახალი ინფორმაციის შესწავლის და მიღების საფუძველზე ამაღლდა
მოსწავლეთა ცობიერება. ამის საფუძველს მაძლევს მათ მიერ გამოტანილი დასკვნები. დამეგობრდნენ პროექტის მონაწილე გორისის, სავანისა და სპეთის სკოლების მოსწავლეები.
ისინი ხშირად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს პროექტის მსვლელობის დროს და შემდეგაც განაგრძეს
ურთიერთობა და მეგობრობა. დებატების დროს მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს არაერთი
საინტერესო მოსაზრება და რაც მთავარია მათ
გაიაზრეს ძალადობისა და კონფლიქტების უარყოფითი მხარეები/შედეგები. მოამზადეს ვიდეორგოლი, ჩაწერეს ინტერვიუები, გაუჩნდათ გუნდურობისა და ერთიანობის განცდა, მოხდა
მოსწავლეებისა და ხელმძღვანელი მასწავლებლების კიდევ უფრო დაახლოება/დამეგობრება, მოსწავლეები
გახდნენ უფრო ინიციატივიანნი, უფრო თამამები, თავისუფლად სვამენ შეკითხვებს და გამოთქვამენ
აზრებს, ზრუნავენ ერთმანეთზე, ყველაზე მნიშვნელოვნად
კი ის მიმაჩნია რომ უკვე დაიწყეს ფიქრი მსგავსი და უკეთესი პროექტების განხორციელებაზე.
No comments:
Post a Comment