პროექტის სახელწოდება
|
არჩევითი დემოკრატია
|
პროექტის მთავარი იდეა
(თემა) 1-2 წინადადებით
|
მოსწავლეები მოამზადებენ კითხვარს, სადაც
გათვალისწინბული იქნება შესაძლო კრიტერიუმები, რითაც ადამიანები სავარაუდოდ აკეთებენ
არჩევანს. ჩაატარებენ გამოკითხვას მოსახლეობაში და გაარკვევენ რომელი კრიტერიუმია
უფრო აქტუალური, მოაწყობენ დისკუსიას.
|
პროექტის აქტუალობა
|
მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას არჩევნების მნიშვნელობის შესახებ. შეძლებენ
გამოარჩიონ საზოგადოებისათვის სასარგებლო კრიტერიუმები.
|
პროექტის მიზნები
|
არჩევანის კრიტერიუმების
ჩამოყალიბება
გამოკვლევა, რომელი
კრიტერიუმებით აკეთებენ ადამიანები არჩევანს.
საუკეთესო კრიტერიუმის
დადგენა
|
მონაწილეთა ასაკი
|
X კლასი
|
ვადები-ხანგრძლივობა
|
2 კვირა
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლეები კვლევის ჩატარებამდე შეადგენენ
ცხრილს, სადაც ჩამოწერილი იქნება შესაძლო კრიტერიუმები, რითაც ადამიანები სავარაუდოდ
აკეთებენ არჩევანს. კვლევის ჩატარების დროს
ცხრილში ჩაინიშნავენ მოქალაქეთა პასუხებს. დააჯამებენ და გამოარკვევენ თითოეულის
პროცენტულ რაოდენობას. ბოლოს აწყობენ დისკუსიას.
|
უნარ-ჩვევები
|
ამ პროექტზე
მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიტიკური აზროვნების,
სინთეზური აზროვნების უნარ-ჩვევებს. ისწავლიან პროექტზე
მუშაობას, შეისწავლიან სხვადასხვა
კომპიუტერულ პროგრამებს.
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
კომპიუტერული ლაბორატორია ,
ფოტო და ვიდეო აპარატი.საკანცელარიო ნივთები.
|
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
|
მოსწავლეები ქმნიან სამუშაო ფურცლებს, აწარმოებენ გამოკითხვას 18 წელს გადაშორებულ მოქალაქეებში. აგროვებენ
ინფორმაციას, იღბენ სურათებს, იღებენ ვიდეო მასალას. მასალების შეგროვების შემდეგ
აკეთებენ თითოეული კრიტერიუმის კლასიფიკაციას ამომრჩევლის რაოდენობის მიხედვით. ქმნიან
ელექტრონულ პორტფოლიოს.
ამზადებენ პრეზენტაციებს.
|
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
მოქ.X.11. მოსწავლეს
შეუძლია გაანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის
დემოკრატიაში.
მოქ.X.10.
მოსწავლეს შეუძლია საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ
ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების კვლევა და გამოყენება.
·
მონაწილეობს სკოლის განვითარებასთან (მაგ.: სწავლის ხარისხი, ტექნიკური
აღჭურვილობა, შემოსავლების ზრდა, მონაწილეობა ეროვნულ თუ საერთაშორისო
პროექტებში და ა.შ.) დაკავშირებულ საკლასო
დისკუსიაში ან სკოლის
თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს განხილვაში, კონკრეტულად გამოთქვამს და
იცავს საკუთარ პოზიციას;
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ნათია შეყლაშვილი n.sheklashvili17@gmail.com
|
Sunday, April 7, 2013
როგორ ვირჩევთ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment