Sunday, April 7, 2013

შეფასების სქემა

კრიტერიუმები
1-3 ქულა
4-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
აქტიურად მონაწილეობს კითხვარის  შედგენაში





მოიპოვებს საჭირო მონაცემებს, წარმოადგენს მის მიერ ჩატარებული კვლევის  შედეგებს





აგებს შესაბამის დიაგრამას.





მსჯელობს აღნიშნულ საკითხზე, იცავს საკუთარ აზრს, მოჰყავს არგუმენტები.





როგორ ვირჩევთ

პროექტის სახელწოდება
არჩევითი დემოკრატია
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
მოსწავლეები მოამზადებენ კითხვარს, სადაც გათვალისწინბული იქნება შესაძლო კრიტერიუმები, რითაც ადამიანები სავარაუდოდ აკეთებენ არჩევანს. ჩაატარებენ გამოკითხვას მოსახლეობაში და გაარკვევენ რომელი კრიტერიუმია უფრო აქტუალური, მოაწყობენ დისკუსიას.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას არჩევნების მნიშვნელობის შესახებ. შეძლებენ გამოარჩიონ საზოგადოებისათვის სასარგებლო კრიტერიუმები.
პროექტის მიზნები
არჩევანის კრიტერიუმების ჩამოყალიბება
გამოკვლევა, რომელი კრიტერიუმებით აკეთებენ ადამიანები არჩევანს.
საუკეთესო კრიტერიუმის დადგენა

მონაწილეთა ასაკი
X კლასი
ვადები-ხანგრძლივობა
2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები კვლევის ჩატარებამდე შეადგენენ ცხრილს, სადაც ჩამოწერილი იქნება შესაძლო კრიტერიუმები, რითაც ადამიანები სავარაუდოდ აკეთებენ არჩევანს. კვლევის ჩატარების დროს  ცხრილში ჩაინიშნავენ მოქალაქეთა პასუხებს. დააჯამებენ და გამოარკვევენ თითოეულის პროცენტულ რაოდენობას. ბოლოს აწყობენ დისკუსიას.
უნარ-ჩვევები
ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიტიკური აზროვნების, სინთეზური აზროვნების უნარ-ჩვევებს.  ისწავლიან პროექტზე მუშაობას, შეისწავლიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერული ლაბორატორია ,  ფოტო და ვიდეო აპარატი.საკანცელარიო ნივთები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები ქმნიან  სამუშაო ფურცლებს, აწარმოებენ გამოკითხვას  18 წელს გადაშორებულ მოქალაქეებში. აგროვებენ ინფორმაციას, იღბენ სურათებს, იღებენ ვიდეო მასალას. მასალების შეგროვების შემდეგ აკეთებენ თითოეული კრიტერიუმის კლასიფიკაციას ამომრჩევლის რაოდენობის მიხედვით. ქმნიან ელექტრონულ პორტფოლიოს.
ამზადებენ პრეზენტაციებს.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მოქ.X.11.  მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში.
  • ირჩევს მნიშვნელოვან მოვლენას საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან და თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს ამ მოვლენაში ადამიანთა მონაწილეობის მოტივაციას, შესაძლებლობებსა და ხარისხს; შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე წერს რეკომენდაციებს საზოგადოებრივი თანამონაწილეობის წასახალისებლად;
მოქ.X.10. მოსწავლეს შეუძლია  საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების კვლევა და გამოყენება.

·         მონაწილეობს სკოლის განვითარებასთან (მაგ.: სწავლის ხარისხი, ტექნიკური აღჭურვილობა, შემოსავლების ზრდა, მონაწილეობა ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტებში და ა.შ.) დაკავშირებულ საკლასო  დისკუსიაში ან  სკოლის თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს განხილვაში, კონკრეტულად გამოთქვამს და იცავს საკუთარ პოზიციას;
  • ირჩევს მისთვის ან რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფისთვის აქტუალურ კონკრეტულ პრობლემას (მაგ.: განათლების მიღება, დასაქმება, ადამიანის უფლების დარღვევა, სამოქალაქო დავა, საგადასახადო კონფლიქტი, სოციალური უსაფრთხოება, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა, პოლიტიკური ან რელიგიური დისკრიმინაცია და ა.შ.); მოიპოვებს ინფორმაციას, რომლის ანალიზის საფუძველზე წერს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გეგმას (შესაძლოა რამდენიმე ვარიანტს) მხარეთა უფლებების დაცვისა და კანონიერი მოქმედებების გათვალისწინებით; განსაზღვრავს საკუთარ როლს პრობლემის მოგვარებაში, იკრებს თანამოაზრეებს და მოქმედებს გეგმის შესაბამისად; აფასებს საკუთარი მონაწილეობის ეფექტიანობას და შედეგებს უზიარებს თანაკლასელებს;


პროექტის ხელმძღვანელი
ნათია  შეყლაშვილი n.sheklashvili17@gmail.com

Friday, April 5, 2013

ჩემს შესახებ

მე ვარ ნათია შეყლაშვილი. დავიბადე 1983 წელს საქართველოში.   2000 წელს დავამთავრე საჩხერის რაიონის სოფ. გორისის საჯარო სკოლა. 2006 წელს დავამთავრე თსპუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. ამჟამად ვმუშაობ გორისის საჯარო სკოლაში ისტორიის  და სამოქალაქო განათლების მასწავლებლად.

2023-2024 სასწავლო წელიდან მაქვს მენტორის სტატუსი.