გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი - ნათია შეყლაშვილი პ/ნ
38001006327
საგანი: ისტორია
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო; 9 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 12
გაკვეთილის თემა: ნაპოლეონის ფიქრები აღმოსავლეთზე;
რუსეთში ლაშქრობა. რა შედეგი მოჰყვა ნაპოლეონის ომებს?
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ გაიაზროს XIX
საუკუნის დასაწყისში ევროპაში
არსებული პოლიტიკური ვითარება და საფრანგეთის
მისწრაფებები; აღწეროს ნაპოლეონის იმპერიალისტური მისწრაფებებით გამოწვეული პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები
და დაუკავშიროს იგი საბოლოო შედეგს. დაადგინოს და ახსნას მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.
ე.ს.გ შესაბამისობა:
ისტ.საბ.2. სხვადასხვა ტიპის (პირველადი და მეორადი) წყაროსა
და თვალსაჩინოებების (მაგ: ისტორიული რუკა; გენეალოგიური ტაბულა) მიზნის შესაბამისად
გამოყენება; წყაროების კრიტიკული ანალიზი;
ისტ.საბ.3 ისტორიული მოვლენების გადმოცემისას ქრონოლოგიური
ერთეულებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული ტერმინების ადეკვატური გამოყენება;
გაკვეთილის
მსვლელობა:
|
აქტივობა |
გამოყენებული
მეთოდი |
კლასის ორგანიზების
ფორმა |
სასწავლო რესურსი |
დრო |
1 |
წინარე ცოდნის
გააქტიურება/გახსენება; იმავე ეპოქის შესასწავლად ახალი მიზნის დასახვა/გაცნობა
|
კითხვა-პასუხი |
მთელი კლასი |
სახელმძღვანელო |
5 წთ |
|
ისტორიული მოვლენების
მოკლე მიმოხილვა |
ლექცია |
მთელი კლასი |
|
2-3 წუთი |
2. |
დასახული მიზნის
შესაბამისი დავალების განხორციელება: მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებად, გადაადგილდებიან
საკლასო ოთახის სხვადასხვა სივრცეში, სწავლობენ მოცემულ მასალებს და აგროვებენ ინფორმაციას. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი აკეთებს შესრულებული დავალებების
შესახებ მოკლე პრეზენტაციას. ყოველი პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი აკეთებს ზეპირ
განმავითარებელ შეფასებას |
„სასწავლო გაჩერებები“ |
ჯგუფური |
რუკები, ილუსტრაციები,
წყაროები;
თაბახის ფურცლები,
ფლომასტერები. |
24 წთ. თითო „გაჩერე
ბაზე“ დაახ. 8წთ. სულ 3 დავა- ლება.
პრეზენ ტაცია 2-2-წუთი. სულ 6. 3 წთ-განმ. შეფასე
ბისთვის |
|
მოსწავლეები
ავსებენ გასასვლელი ბარათის სქემას, აჯამებენ გაკვეთილს |
|
ინდივიდუალური |
თაბახის ფურცლები;
კალამი. |
4 წთ |
|
მოსწავლეების
მიერ გაკვეთილის ბოლოს შესრულებული დავალება
მოწმდება გაკვეთილის შემდეგ და წარმოადგენს განმავითარებელი შეფასებისა და მომავალი
გაკვითილის დაგეგმვისათვის აუცილებელ ინსტრუმენტს. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები
ფლობენ ინფორმაციას ევროპაში XIX საუკუნის დასაწყისში განვითარებული მოვლენების შესახებ. შეუძლიათ მოვლენების
გადმოცემისას ქრონოლოგიური თანმიმდევრობის
დაცვა/გააზრება. მსჯელობენ არგუმენტირებულად და აკეთებენ დასკვნებს. შეუძლიათ სხვადასხვა
ტიპის რესურსების მიზნობრივი გამოყენება.
მოსწავლის მიერ გაკვეთილის ბოლოს შესავსები სქემა
რომელი „გაჩერება“
იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო? რატომ? |
|
რა ინფორმაცია
მიიღეთ სამივე მაგიდასთან მუშაობის შემდეგ? |
|
გაგიჩნდათ თუ
არა წყაროებზე (რუკა, წერილობითი წყარო,
ილუსტრაცია) მუშაობის დროს განსხვავებული დამოკიდებულება ერთი და იგივე მოვლენის
ან პიროვნების მიმართ |
|
რა დარჩა ბუნდოვანი
და რის გაგებას ან რა საკითხზე მსჯელობას ისურვებდი? |
|
ინსტრუქცია:
თითოეულ „გაჩერებაზე“
ü დააკვირდით ილუსტრაციებს,
ü გააანალიზეთ რუკები,
ü წაიკითხეთ წყაროები,
ü შეაგროვეთ ინფორმაცია,
ü შექმენით მოკლე ტექსტი და დაასათაურეთ.
მოცემულ
წყაროებთან არსებული კითხვები და დავალებები შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექსტის შედგენისთვის.
რესურსი
დავალებისთვის
კუნძულ
ელბაზე 1814 წ. მარტი
N 3
N 4
ნაპოლეონის დაბრუნების შესახებ გაზეთები წერენ:
„კორსიკელი ურჩხული
გადმოჯდა ჟუანის ნავსადგურში“
„უზურპატორი გრენობლში
შევიდა“ „ბონაპარტმა ლიონი
დაიკავა“
„მის იმპერატორობით
უდიდებულესობას ხვალ მის ერთგულ პარიზში ელიან“
მონარქთა ევროპული ტორტი N 5
(1814 წ. ნოემბერი - 1915 წ. ივნისი)
ფრანგული სატირული კარიკატურა: ვენის კონგრესი
ცენტრალური ტრიო: ფრანცისკ II ალექსანდრე I ველინგტონი. N6
N 7
1815 წ.
1. ილუსტრაციის მიხედვით იმსჯელეთ
რა შედეგით დასრულდა ნაპოლეონის რუსული სამხედრო კამპანია? დაასახელეთ ნაპოლეონის სამხედრო
კამპანიის შედეგის ერთ-ერთი მიზეზი. რის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნა?
2. თქვენი აზრით რომელ ბრძოლაში
დამარცხებას ნიშნავს N3 ილუსტრაციაზე გატეხილი ხმალი?
3. რა სახელითაა ცნობილი მოლაპარაკებების
პროცესი, რომელიც 5 და 6 კარიკატურაზეა გამოსახული ?
4. რომელი ომპერიის დანაწილებაა
N5 ილუსტრაციაზე
მოცემული და რომელი ქვეყნების მიერ? (დაასახელეთ
მინიმუმ 2)
5. N5
და N7 კარიკატურების მიხედვით დაადგინეთ - როგორ დასრულდა
ნაპოლეონის მოღვაწობა?
1.
რას ისახავდა მიზნად რუკაზე ნაჩვენები კონტინენტური ბლოკადა და კონკრეტულად,
რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო იგი მიმართული? თქვენი აზრით რატომ?
2.
დაასახელეთ ევროპის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო, რომელიც არ იყო საფრანგეთის
იმპერიის „მოკავშირე“?
3.
ხმელთაშუა ზღვაში მდებარე რომელი კუნძული კონტროლდებოდა დიდი ბრიტანეთის
მიერ?
რუკა N 2
1.
რუკის მიხედვით
რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე მდებარე რომელ ქალაქთან არ გამართულა ბრძოლა?
2.
თქვენი აზრით
რა შედეგით დასრულდა ბოროდინოს ბრძოლა? რუკაზე მოცემული რა ინფორმაციის საფუძველზე
გააკეთეთ დასკვნა?
1.
რუკის მიხედვით
დაასახელეთ ის ისტორიულ-გეოგრაფიული ტერიტორიები, რომლებზეც ვრცელდებოდა საფრანგეთის
გავლენა
შეადარეთ რუკა 3 და
რუკა 4 ერთმანეთს და იმსჯელეთ ნაპოლეონის ომების შედეგებზე
ისტორიული
წყარო
წყარო 1
ნაპოლეონის გადადგომის აქტიდან
„ფრანგებო! დავიწყე რა ომი ეროვნული დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, მე ვიმედოვნებდი ყველა ძალისხმევის და ყველა სურვილის გაერთიანების ხელშეწყობას. მე მქონდა საფუძველი, წარმატების იმედი მქონოდა და არ ვაძლევდი მნიშვნელობას ჩემ წინააღმდეგ მომართულ მთავრობათა დეკლარაციებს. მდგომარეობა იცვლება. მე თავს ვდებ საფრანგეთის მტრების სიძულვილის სამსხვერპლოზე. შეიძლება კი ისინი იყვნენ გულწრფელნი, როცა აცხადებდნენ, რომ მათ ყოველთვის მხოლოდ ჩემი თავი სჭირდებოდათ?!“
წყარო 2
რუსი ისტორიკოსი მიხაილ პოკროვსკი:
„ როცა გვიან ღამით, ბრძოლის შემდეგ კუტუზოვს შედეგების პირველი მონაცენები გააცნეს, მიხვდა, რომ რუსეთის არმიის ნახევარი განადგურებული იყო. მან კატეგორიულად გადაწყვიტა, ბრძოლის გარეშე გადაერჩინა რუსეთის არმიის მეორე ნახევარი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ხელი არ შეუშლია, ბოროდინოს ბრძოლა რუსების გამარჯვებად გამოეცხადებინა. უპირობოდ ცხადი იყო რუსების მორალური გამარჯვება, შემდგომ განვითარებული მოვლენების ფონზე კი აშკარა გახდა, სტრატეგიული თვალსაზრისითაც გამარჯვება უფრო რუსებს ეკუთვნოდათ, ვიდრე ფრანგებს“
წყარო 3
ტალეირანი „მემუარები“
„ისინი (გამარჯვებული ქვეყნები) გაკვირვებული იყვნენ იმის გამო რომ პარიზის დაკავების შედეგად მათ უმნიშვნელო სარგებელი მიიღეს. როგორ შეეძლოთ მათ, ევროპული სახელმწიფოების საბჭოზე დაეშვათ ისეთი სახელმწიფო, რომლის იარაღის მუქარის ქვეშ იყო ევროპა 20 წლის მანძილზე?... მე მალე შევიტყვე, რომ მათ უკვე შექმნეს კომიტეტი და ჩაატარეს თათბირი, რის თაობაზეც ოქმი შეადგინეს. ისინი იზრუნებდნენ, თვითონ გადაეწყვიტათ ყველაფერი საფრანგეთის, ესპანეთისა და მეორეხარისხოვანი სახელმწიფოების გარეშე. მე შემეძლო, მხოლოდ იმის იმედი მქონოდა, რომ სახელმწიფოთა შორის თავს იჩენდა წინააღმდეგობები, როცა საქმე მიდგებოდა იმ ვრცელი ტერიტორიების განაწილებაზე, რომლებიც ომის მსვლელობაში აღმოჩნდა მათ განკარგულებაში. თითოეულ მათგანს სურდა, ან თავისთვის, ან მასზე დამოკიდებული ქვეყნისთვის მიეღო დაპყრობილი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი... საჭირო იყო ყოველივე იმის ანულირება, რაც გადაწყვეტილი იყო საფრანგეთის გვერდის ავლით. როცა საფრანგეთის წარმომადგენლები კონგრესზე ღიად გამოვიდნენ ლეგიტიმიზმის პრინციპის მხარდასაჭერად, სახელმწიფოებმა მისთვის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს... როდესაც ეს სახელმწიფოები (საფრანგეთი, ავსტრია, ინგლისი), დარწმუნდნენ, რომ მათი ინტერესები თანხვდება ლეგიტიმიზმის პრინციპებს, ხალისით აღიარეს მისი უპირატესობა სხვა სახელმწიფოთა გამორჩენის წინააღმდეგ. ამიტომ ისინი იქცნენ მის დამცველებად და მალე საფრანგეთმა, ავსტრიამ და ინგლისმა ჩამოაყალიბეს საიდუმლო კავშირი რუსეთისა და პრუსიის წინააღმდეგ.“
1.
თქვენი აზრით რატომ იქმნებოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ სხვადასხვა სახელმწიფოთა
კოალიციები?
2.
თქვენი აზრით რას გულისხმობს ნაპოლეონი,
როდესაც ამბობს: „შიძლება კი ისინი იყვნენ გულწრფელნი, როცა აცხადებდნენ, რომ მათ ყოველთვის
მხოლოდ ჩემი თავი სჭირდებოდათ?!“ (წყარო 1)
3.
იმსჯელეთ კუტუზოვის გადაწყვეტილების
შესახებ.(წყარო 2)
4.
რომელ სახელმწიფოს გულისხმობს ტალეირანი, როდესაც ამბობს: როგორ შეეძლოთ
მათ, ევროპული სახელმწიფოების საბჭოზე დაეშვათ ისეთი სახელმწიფო, რომლის იარაღის მუქარის
ქვეშ იყო ევროპა 20 წლის მანძილზე?...
5.
შეაფასეთ ვენის კონგრესზე დამარცხებული სახელმწიფოს, საფრანგეთის დაშვება
(დადებითად ან უარყოფითად) მოიყვანეთ არგუმენტი.
6.
რა შემთხვევაში ფიქრობდა ტალეირანი საფრანგეთის რთული მდგომარეობიდან გამოსვლას
სახელმწიფოთაშორის მოლაპარაკების დროს?
7.
წყაროს მიხედვით რომელ სახელმწიფოებთან დადო საიდუმლო კავშირი საფრანგეთმა
გორისის საჯარო სკოლა
9 კლასი
ისტორია
მასწავლებელი: ნათია შეყლაშვილი