Monday, July 8, 2019
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა "„ხარვეზები განმავითარებელი შეფასების გამოყენებაში და მისი გამოყენების გაუმჯობესება პედაგოგიურ პრაქტიკაში“
1
„ხარვეზები განმავითარებელი შეფასების გამოყენებაში და მისი გამოყენების
გაუმჯობესება პედაგოგიურ პრაქტიკაში“
/ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში/
სსიპ სოფელ გორისის საჯარო სკოლის
სამოქალაქო განათლების პედაგოგი
ნათია შეყლაშვილი 2018-2019 წ.
სარჩევი
შესავალი -------------------------------------------------------------------------------------------3
თავი I
1.1 პრობლემა და საკვლევი საკითხი------------------------------------------------------------3
1.2 საკითხის აქტუალობა და მნიშვნელობა----------------------------------------------------4
1.3 კვლევის მიზანი--------------------------------------------------------------------------------5
თავი II
2.1. კვლევის დღიური --------------------------------------------------------------------------5
2.2. სამიზნე ჯგუფი -----------------------------------------------------------------------------6
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა -----------------------------------------------------------------------6
3.1 განმავითარებელი შეფასება, მისი მნიშვნელობა--------------------------------------------6
3.2 არასწორი შეხედულებები განმავითარებელი შეფასების შესახებ------------------------9
3.3 განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები--------------------------------------------10
3.4 განმავითარებელი შეფასების პოზიტიური ნიშნები--------------------------------------14
თავი IV
კვლევის მეთოდები და მონაცემთა ანალიზი--------------------------------------------------16
4.1. ძირითადი საკვლევი კითხვები-------------------------------------------------------------16
2
4.2. მონაცენთა შეგროვება და ანალიზი--------------------------------------------------------16
4.3. გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვება და მისი ანალიზი-------------------------16
4.4. ფოკუსჯგუფის განხორციელება და მისი ანალიზი--------------------------------------16
4.5. თვისობრივი კვლევა მასწავლებლებისთვის და მისი ანალიზი------------------------17
4.6. მოსწავლეთა ანკეტირება და მისი ანალიზი----------------------------------------------17
4.7. ანკეტა მშობლებისთვის და მისი ანალიზი-----------------------------------------------20
თავი V
5.1 ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები------------------------------------------------22
5.2 ფოკუსირებული დაკვირვება და მათი ანალიზი---------------------------------------22
5.3. მოსწავლეთა მეორადი ანკეტირება და მისი ანალიზი---------------------------------23
თავი VI
დასკვნა-------------------------------------------------------------------------------------------25
რეფლექსია---------------------------------------------------------------------------------------25
კვლევის ნაკლოვანებები-----------------------------------------------------------------------26
გამოყენებული ლიტერატურა-----------------------------------------------------------------26
დანართი 1 ---------------------------------------------------------------------------------------27
დანართი 2 ---------------------------------------------------------------------------------------27
დანართი 3 ---------------------------------------------------------------------------------------28
დანართი 4 ---------------------------------------------------------------------------------------29
დანართი 5 ---------------------------------------------------------------------------------------30
დანართი 6 ---------------------------------------------------------------------------------------30
დანართი 7 --------------------------------------------------------------------------------------31
რეკომენდაცია ----------------------------------------------------------------------------------32
3
შესავალი
მოსწავლეთა შეფასება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო
საკითხია სწავლა-სწავლების პროცესში. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს შეფასების
სისტემის გამართულ და ეფექტურ მუშაობას. მნიშვნელოვანია მასწავლებელმა
გამოიყენოს შეფასების მრავალფეროვანი მეთოდები. წინამდებარე ნაშრომი არის
პრაქტიკული კვლევის ანგარიში, სადაც განხილულია განმავითარებელი შეფასების
მნიშვნელობა, საუბარია იმ პრობლემაზე, რასაც ქმნის საგაკვეთილო პროცესში
განმავითარებელი შეფასების იშვიათი და არაეფექტური გამოყენება. მოცემულია
პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.
1.1 პრობლემა და საკვლევი საკითხი
ეფექტური განმავითარებელი შეფასება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალებაა,
რომელიც, ერთი მხრივ ეხმარება მოსწავლეებს აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში,
მეორე მხრივ მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს გააუმჯობესონ სწავლების
პროცესი.
საკუთარი პედაგოგური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით გადავწყვიტე
ჩამეტარებინა კვლევა საკითხზე „ხარვეზები განმავითარებელი შეფასების გამოყენებაში
და სწორად გამოყენებული განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა სწავლა-
სწავლების პროცესში“. კვლევა განვახორციელე დეკემბრიდან ივნისამდე პერიოდში.
საკვლევი საკითხის პრობლემა გამოიკვეთა როდესაც, როგორც ფასილიტატორმა,
შიდა დაკვირვებისა და სამოდელო გაკვეთილებზე დაკვირვების მიზნით მათზე
დასწრება დავიწყე. ვავსებდი გაკვეთილზე დაკვირვების ფურცლებს, გაკვეთილის
გეგმის განხილვის დროს თითქმის ყველა მასწავლებელს აქვს მითითებული
განმავითარებელი შეფასების გამოყენება და მის საფუძველზე სწავლა-სწავლების
პროცესის გაუმჯობესება. მაგრამ რეალურად, გაკვეთილების ჩატარების დროს
გამოიკვეთა პრობლემა განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვნებისა და სიხშირის
ასპექტში. კერძოდ რიგ შემთხვევაში ნაკლებ ეფექტური იყო განმავითარებელი შეფასება,
არ ყოფილა გამოყენებული განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები და
მეთოდები. რიგ შემთხვევაში კი გამოყენებული იყო არა განმავითარებელი შეფასება
არამედ უბრალოდ შექება. იმისათვის რომ დავრწმუნებულიყავი და დამესაბუთებინა
პრობლემის არსებობა, გადავწყვიტე გამომეკითხა მოსწავლეები, მასწავლებლები და
მშობლები. მიღებული მონაცემების ანალიზი კი ცხადყოფდა საკითხის კვლევის
ჩატარება არჩატარების საჭიროებას.
4
განმავითარებელ შეფასებას ყველა ვიყენებთ სხვადასხვა სიხშირით და
ეფექტურობით, მათ შორის მეც. თუმცა საჭიროდ ვთვლი ამ კუთხით განვითარებას და
საკუთარ პრაქტიკაში განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიების
დანერგვას და მათ ხშირ გამოყენებას.
ლიტერატურის გაცნობის შედეგად მივხვდი, რომ ეს იქნებოდა ძალიან
შრომატევადი სამუშაო. უნდა დავკვირვებოდი რამდენად ეფექტური იქნებოდა
განმავითარებელი შეფასების ყოველდღიური გამოყენება გაკვეთილზე. რამდენად
დაეხმარებოდა მოსწავლეს სწავლების გაუმჯობესებაში, ხოლო მასწავლებელს
მომცემოდა საშუალებას სხვადასხვა ინსტურმენტების გამოყენების შემდეგ ,
მოსწავლეთა საჭიროებებზე მომერგო თითოეული გაკვეთილი, რაც გამოიწვევდა
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას და სწავლის ხარსიხის გაუმჯობესებას.
1.2.საკითხის აქტუალურობა და მნიშვნელობა
ჭეშმარიტებად მიმაჩნია მოსაზრება, რომ აღზრდის მიზანს ყოველთვის
განსაზღვრავს ეპოქა და ქვეყნის ძირითადი სამოქმედო პრინციპები. თავისუფალ და
დემოკრატიულ საზოგადოებას კი თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნე
პიროვნება სჭირდება. შესაბამისად ვფიქრობ განმავითარებელი შეფასების ხშირი და
მიზნობრივი, ეფექტური გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო
განათლების საგნის სწავლების პროცესში. რადგან საუბარია მოსწავლის აქტიურ და
ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაზე, აქ არ არის საკმარისი მხოლოდ გაკვეთილზე
მიღებული ცოდნა. მოსწავლეები უნდა ეჩვეოდნენ დამოუკიდებელ მუშაობას. მათ უნდა
შეძლონ სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულება: ინფორმაციის მოძიება,
პუბლიკაციების დამუშავება, პროექტებზე მუშაობა, თანატოლებთან თანამშრომლობა,
რათა პასუხი გასცენ ცხოვრებისეულ პრობლემებს და დასახონ მათი გადაჭრის გზები.
განმავითარებელი შეფასება კი საშუალებას აძლევს მასწავლებელს, დროის ხანგრძლივი
პერიოდის განმავლობაში დააკვიტდეს მოსწავლის განვითარების პროცესს და მისი
შესაძლებლობების ზუსტი სურათი შექმნას. მოსწავლეები თავადვე ახორციელებენ
საკუთარი პროგრესის მონიტორინგს. შესწავლის პროცესში დაშვებულ შეცდომებს არ
აღიქვამენ როგორც ტრაგედიას, არამედ როგორც მათი სწავლის პროცესის
მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც გამოსწორება სჭირდება. მოსწავლეთა ცოდნისა და
უნარ-ჩვევების შეფასებისადმი ასეთი დამოკიდებულება მათი სამოქალაქო
საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ფორმირებისა და შემდგომი სოციალიზაციის
წინაპირობაა.
5
1.3.კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია განმავითარებელი შეფასების ხშირი და ეფექტური გამოყენება
სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე/სწავლების პროცესში. მოსწავლეებში
განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობის გააზრება. განმავითარებელი შეფასების
როლის გააქტიურებით სწავლის პროცესისა და შედეგების გაუმჯობესება.
2.1. კვლევის დღიური
მოცემული საკითხით დაინტერესების შესახებ გავაცანი კათედრის წევრებს, რომლებთან
ერთადაც განვიხილეთ განმავითარებელ შეფასებასთან არსებული პრობლემები და
გადავწყვიტეთ მოგვეხდინა დამატებით, ერთმანეთის გაკვეთილებზე დასწრება და
ფოკუსირებული დაკვირვება, რაც მოგვცემდა ხარვეზების გამოკვეთისა და მათ
აღმოსაფხვრელად ალტერნატიული გზების ძიების საშუალებას.
ჩავატარე მასწავლებლების გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის
17-მა და მეზობელი სკოლების 9 , სულ 26 მასწავლებელმა.
სწავლა სწავლების პროცესში განმავითარებელ შეფასებაში ცვლილებების შეტანამდე
ჩავატარე გამოკითხვა მოსწავლეებში რათა დამედგინა რა არის ცნობილი მათთვის
განმავითარებელი შეფასების შესახებ, იყენებენ თუ არა მას/რომელ სტრატეგიებს
იყენებენ შედეგების გასაუმჯობესებლად.
შესაბამისი ლიტერატურის დამუშავების შემდეგ მოვამზადე მასალა განმავითარებელი
შეფასების სტრატეგიებსა და მათი ხშირად გამოყენების მნიშვნელობის შესახებ. და
კათედრის წევრებს, ასევე სხვა პედაგოგებს გავაცანი პრეზენტაციის სახით.
განმავითარებელი შეფასების სტრატეგიები გავაცანი მოსწავლეებს, ერთად
გავაანალიზეთ რა არის იგი და რა მნიშვნელობა ენიჭება სწავლის პროცესის
გაუმჯობესების, გაგება-გააზრების, შეცდომების აღმოფხვრისა და შედეგების
გაუმჯობესების თვალსაზრისით. ეს გახდა ერთ-ერთი წინაპირობა ჩემს მიერ
გამოყენებული განმავითარებელი შეფასების სტრატეგიები ყოფილიყო ეფექტური.
გამოვკითხე მშობლები, რათა გამომეკვლია, ცნობილია თუ არა მათთვის
განმავითრებელი შეფასების არსი და რამდენად ეხმარება მათ ასეთი შეფასება თავიანთი
შვილის აკადემიური მოსწრების, გაგება-გააზრების დონის გასაანალიზებლად. მათი
6
აზრით რა მნიშვნელობა აქვს განმავითარებელ შეფასებას მოსწავლის განვითარების
პროცესში.
გავაცანი მშობლებს კვლევის მიზნები და და ამოცანები, ასევე მათთან ერთად
განვიხილე განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები და მათი ხშირი გამოყენების
ეფექტები. ბოლოს გავაცანი კვლევის შედეგები.
ინტერვენციის ფაზაზე ჩავატარე სამოქალაქო განათლების გაკვეთილები და მოვახდინე
დაკვირვება,რაშიც ჩემი კათედრის წევრები დამეხმარენ. განმავითარებელი შეფასების
მიზანმიმართულმა და ხშირმა გამოყენებამ გამოიღო სასურველი შედეგი.
2.2.სამიზნე ჯგუფი
კველვაში ჩართული არიან მე-9 კლასის მოსწავლეები (14) . გამოკითხვაში მონაწილეობა
მიიღო 26 მასწავლებელმა გაკვეთილებზე დასწრებასა და ფოკუსირებული
დაკვირვების პროცესში ჩართული იყო 4 მასწავლებელი. კვლევაში მონაწილეობა მიიღო
21 -მა მაშობელმა (14 დედა, 7 მამა)
ლიტერატურის მიმოხილვა
3.1. განმავითარებელი შეფასება და მისი მნიშვნელობა
ეროვნულ სასწავლო გეგმაში კარგად ჩანს რომ განმავითარებელი შეფასების წილი
მნიშვნელოვნად დიდი უნდა უყოს სასწავლო პროცესში. იგი პირველიდან მეთორმეტე
კლასამდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლის განვითარების საქმეში.
განმავითარებელი შეფასების მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და მოსწავლის
წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობა.
მუხლი 27. მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები და ამოცანები.
1. მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა სწავლების ხარისხის მართვა, რაც
გულისხმობს, ერთი მხრივ სწავლის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და მეორე მხრივ,
სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება უნდა იძლეოდეს
ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ.
2. მოსწავლის შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი.
თანამიმდევრული საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად,
მოსწავლის შეფასება უნდა დაეფუძნოს სწავლის კონსტრუქტივისტულ
პრინციპებს.
3. მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი
და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;
7
ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე
ცოდნა და წარმოდგენები;
გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ზლიერი და სუსტი
მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და
ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;
დ) მოიცავს სამივე კატეგორიის ცოდნას;
ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად
გამოყენებასშინაარსიან კონტექსტებში.
4) ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი
მიენიჭება კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება
მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და
თანადროულად გამოყენებისკენ.
მუხლი 28. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება კლასში
1.შეფასება შეიძლება იყოს განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
3.განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების
დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და მაქსიმალური შედეგის მიღწევა, ყველა
პედაგოგის ამოცანაა. ამდენად მოსწავლეებისადმი განმავითარებელი შეფასების
მიზნობრივი და ხშირი გამოყენება არის „როგორც მოგზაურობის პროცესში
მოსწავლეებისთვის გზის ჩვენება“.
ირინა კიკვაძეს, თავის ნაშრომში „მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება“, კარგად აქვს გადმოცემული
განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა, ასევე ის ძირითადი პრინციპები, რომელსაც
იგი ეფუძნება.
მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მასწავლებლისგან შემოქმედებით
მიდგომას მოითხოვს. ეს კი პედაგოგის მხრიდან არა მარტო მრავალფეროვანი
მეთოდებისა და სტრატეგიების ფლობას გულისხმობს, არამედ ასევე პროფესიულ
განსჯასაც, რათა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებისა და ინტერესების შესაბამისად მათი
განვითარების გზის ოპტიმალური ვარიანტების შემუშავება.
რადგან შეფასების სისტემა სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის რეგულირების
მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს, საჭირო გახდა მოსწავლეთა ცოდნისა და
უნარ-ჩვევების ერთგანზომილებიანი შეფასების სისტემის შეცვლა. მოსწავლეთა
ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასების ახალი მიდგომების განვითარებაზე
ჩატარებულმა კვლევებმა განათლების მუშაკები მიიყვანა ისეთი შეფასების მეთოდების
აუცილებლობამდე, რომლებიც პრაქტიკულ დავალებებს ეყრდნობა. შეფასების ასეთ
მეთოდებს საგანმანათლებლო სფეროში აუთენტიკურს უწოდებენ. იგი თავის არსში
განმავითარებელ შეფასებას გულისხმობს. ეს უკანასკნელი არ ცვლის შეფასების ყველა
8
სხვა ფორმას, თუმცა ის მასწავლებლის ხელში შეიძლება გახდეს მრავალფეროვანი
კომპონენტისა და მრავალგანზომილებიანი შეფასების სისტემა. ასეთი შეფასების
სისტემა დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა ნიშნებსა და ტესტებზე
ორიენტირებულ სტანდარტულ სკოლებში. განმავითარებელმა შეფასებამ დაგვანახა,
რომ შეფასების ეს სისტემა მეტად პროგრესულია და პედაგოგს ერთგანზომილებიანი
შეფასებიდან მრავალგანზომილებიან სისტემაზე გადასვლისა და მოსწავლის
შესაძლებლობებისა და ინტერესების სათანადოდ განვითარების საშუალებას აძლევს.
განმავითარებელი შეფასება მოსწავლესა და მასწავლებელს ეხმარება, თანმიმდევრულად
გააუმჯობესონ სწავლება/სწავლის პროცესი უკეთესი შედეგების მისაღწევად.
განმავითარებელი შეფასების საშუალებით მასწავლებელი სწავლის პროცესში
აკვირდება ცალკეულ მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს, რათა განსაზღვროს
თითოეული მოსწავლის საჭიროებები და ხელი შეუწყოს მათ წინსვლას.
მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ ჩვევების განმავითარებელი შეფასება არ ეფუძნება
განსჯის/დასჯის პრინციპებს. ის სწავლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. მის
მიზანს არ წარმოადგენს „უკეთესი-უარესის“სპექტრში მოსწავლეებისთვის ადგილის
მიჩენა, პირიქით, ისინი ამ პროცესის აქტიური მონაწილეები არიანა; ისახავენ მიზნებს,
აფასებენ თავიანთ ნამუშევრებს, აძლევენ რჩევებს თანატოლებს, მსჯელობენ
მასწავლებელთან ერთად და იყენებენ საკუთარი განვითარების შესახებ ინფორმაციას
სწავლის მომავალი მიზნებისთვის. ასეთი საქმიანობებით მასწავლებლები უკეთ
ეცნობიან თითოეულ მოსწავლეს, რომელთა შესაძლებლობების დეტალური შეფასება