Monday, July 8, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა "„ხარვეზები განმავითარებელი შეფასების გამოყენებაში და მისი გამოყენების გაუმჯობესება პედაგოგიურ პრაქტიკაში“


1
„ხარვეზები განმავითარებელი შეფასების გამოყენებაში და მისი გამოყენების
გაუმჯობესება პედაგოგიურ პრაქტიკაში“
/ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში/
სსიპ სოფელ გორისის საჯარო სკოლის
სამოქალაქო განათლების პედაგოგი
ნათია შეყლაშვილი 2018-2019 წ.
სარჩევი
შესავალი -------------------------------------------------------------------------------------------3
თავი I
1.1 პრობლემა და საკვლევი საკითხი------------------------------------------------------------3
1.2 საკითხის აქტუალობა და მნიშვნელობა----------------------------------------------------4
1.3 კვლევის მიზანი--------------------------------------------------------------------------------5
თავი II
2.1. კვლევის დღიური --------------------------------------------------------------------------5
2.2. სამიზნე ჯგუფი -----------------------------------------------------------------------------6
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა -----------------------------------------------------------------------6
3.1 განმავითარებელი შეფასება, მისი მნიშვნელობა--------------------------------------------6
3.2 არასწორი შეხედულებები განმავითარებელი შეფასების შესახებ------------------------9
3.3 განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები--------------------------------------------10
3.4 განმავითარებელი შეფასების პოზიტიური ნიშნები--------------------------------------14
თავი IV
კვლევის მეთოდები და მონაცემთა ანალიზი--------------------------------------------------16
4.1. ძირითადი საკვლევი კითხვები-------------------------------------------------------------16
2
4.2. მონაცენთა შეგროვება და ანალიზი--------------------------------------------------------16
4.3. გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვება და მისი ანალიზი-------------------------16
4.4. ფოკუსჯგუფის განხორციელება და მისი ანალიზი--------------------------------------16
4.5. თვისობრივი კვლევა მასწავლებლებისთვის და მისი ანალიზი------------------------17
4.6. მოსწავლეთა ანკეტირება და მისი ანალიზი----------------------------------------------17
4.7. ანკეტა მშობლებისთვის და მისი ანალიზი-----------------------------------------------20
თავი V
5.1 ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები------------------------------------------------22
5.2 ფოკუსირებული დაკვირვება და მათი ანალიზი---------------------------------------22
5.3. მოსწავლეთა მეორადი ანკეტირება და მისი ანალიზი---------------------------------23
თავი VI
დასკვნა-------------------------------------------------------------------------------------------25
რეფლექსია---------------------------------------------------------------------------------------25
კვლევის ნაკლოვანებები-----------------------------------------------------------------------26
გამოყენებული ლიტერატურა-----------------------------------------------------------------26
დანართი 1 ---------------------------------------------------------------------------------------27
დანართი 2 ---------------------------------------------------------------------------------------27
დანართი 3 ---------------------------------------------------------------------------------------28
დანართი 4 ---------------------------------------------------------------------------------------29
დანართი 5 ---------------------------------------------------------------------------------------30
დანართი 6 ---------------------------------------------------------------------------------------30
დანართი 7 --------------------------------------------------------------------------------------31
რეკომენდაცია ----------------------------------------------------------------------------------32

3
შესავალი
მოსწავლეთა შეფასება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო
საკითხია სწავლა-სწავლების პროცესში. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს შეფასების
სისტემის გამართულ და ეფექტურ მუშაობას. მნიშვნელოვანია მასწავლებელმა
გამოიყენოს შეფასების მრავალფეროვანი მეთოდები. წინამდებარე ნაშრომი არის
პრაქტიკული კვლევის ანგარიში, სადაც განხილულია განმავითარებელი შეფასების
მნიშვნელობა, საუბარია იმ პრობლემაზე, რასაც ქმნის საგაკვეთილო პროცესში
განმავითარებელი შეფასების იშვიათი და არაეფექტური გამოყენება. მოცემულია
პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.
1.1 პრობლემა და საკვლევი საკითხი
ეფექტური განმავითარებელი შეფასება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალებაა,
რომელიც, ერთი მხრივ ეხმარება მოსწავლეებს აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში,
მეორე მხრივ მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს გააუმჯობესონ სწავლების
პროცესი.
საკუთარი პედაგოგური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით გადავწყვიტე
ჩამეტარებინა კვლევა საკითხზე „ხარვეზები განმავითარებელი შეფასების გამოყენებაში
და სწორად გამოყენებული განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა სწავლა-
სწავლების პროცესში“. კვლევა განვახორციელე დეკემბრიდან ივნისამდე პერიოდში.
საკვლევი საკითხის პრობლემა გამოიკვეთა როდესაც, როგორც ფასილიტატორმა,
შიდა დაკვირვებისა და სამოდელო გაკვეთილებზე დაკვირვების მიზნით მათზე
დასწრება დავიწყე. ვავსებდი გაკვეთილზე დაკვირვების ფურცლებს, გაკვეთილის
გეგმის განხილვის დროს თითქმის ყველა მასწავლებელს აქვს მითითებული
განმავითარებელი შეფასების გამოყენება და მის საფუძველზე სწავლა-სწავლების
პროცესის გაუმჯობესება. მაგრამ რეალურად, გაკვეთილების ჩატარების დროს
გამოიკვეთა პრობლემა განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვნებისა და სიხშირის
ასპექტში. კერძოდ რიგ შემთხვევაში ნაკლებ ეფექტური იყო განმავითარებელი შეფასება,
არ ყოფილა გამოყენებული განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები და
მეთოდები. რიგ შემთხვევაში კი გამოყენებული იყო არა განმავითარებელი შეფასება
არამედ უბრალოდ შექება. იმისათვის რომ დავრწმუნებულიყავი და დამესაბუთებინა
პრობლემის არსებობა, გადავწყვიტე გამომეკითხა მოსწავლეები, მასწავლებლები და
მშობლები. მიღებული მონაცემების ანალიზი კი ცხადყოფდა საკითხის კვლევის
ჩატარება არჩატარების საჭიროებას.
4
განმავითარებელ შეფასებას ყველა ვიყენებთ სხვადასხვა სიხშირით და
ეფექტურობით, მათ შორის მეც. თუმცა საჭიროდ ვთვლი ამ კუთხით განვითარებას და
საკუთარ პრაქტიკაში განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიების
დანერგვას და მათ ხშირ გამოყენებას.
ლიტერატურის გაცნობის შედეგად მივხვდი, რომ ეს იქნებოდა ძალიან
შრომატევადი სამუშაო. უნდა დავკვირვებოდი რამდენად ეფექტური იქნებოდა
განმავითარებელი შეფასების ყოველდღიური გამოყენება გაკვეთილზე. რამდენად
დაეხმარებოდა მოსწავლეს სწავლების გაუმჯობესებაში, ხოლო მასწავლებელს
მომცემოდა საშუალებას სხვადასხვა ინსტურმენტების გამოყენების შემდეგ ,
მოსწავლეთა საჭიროებებზე მომერგო თითოეული გაკვეთილი, რაც გამოიწვევდა
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას და სწავლის ხარსიხის გაუმჯობესებას.
1.2.საკითხის აქტუალურობა და მნიშვნელობა
ჭეშმარიტებად მიმაჩნია მოსაზრება, რომ აღზრდის მიზანს ყოველთვის
განსაზღვრავს ეპოქა და ქვეყნის ძირითადი სამოქმედო პრინციპები. თავისუფალ და
დემოკრატიულ საზოგადოებას კი თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნე
პიროვნება სჭირდება. შესაბამისად ვფიქრობ განმავითარებელი შეფასების ხშირი და
მიზნობრივი, ეფექტური გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო
განათლების საგნის სწავლების პროცესში. რადგან საუბარია მოსწავლის აქტიურ და
ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაზე, აქ არ არის საკმარისი მხოლოდ გაკვეთილზე
მიღებული ცოდნა. მოსწავლეები უნდა ეჩვეოდნენ დამოუკიდებელ მუშაობას. მათ უნდა
შეძლონ სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულება: ინფორმაციის მოძიება,
პუბლიკაციების დამუშავება, პროექტებზე მუშაობა, თანატოლებთან თანამშრომლობა,
რათა პასუხი გასცენ ცხოვრებისეულ პრობლემებს და დასახონ მათი გადაჭრის გზები.
განმავითარებელი შეფასება კი საშუალებას აძლევს მასწავლებელს, დროის ხანგრძლივი
პერიოდის განმავლობაში დააკვიტდეს მოსწავლის განვითარების პროცესს და მისი
შესაძლებლობების ზუსტი სურათი შექმნას. მოსწავლეები თავადვე ახორციელებენ
საკუთარი პროგრესის მონიტორინგს. შესწავლის პროცესში დაშვებულ შეცდომებს არ
აღიქვამენ როგორც ტრაგედიას, არამედ როგორც მათი სწავლის პროცესის
მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც გამოსწორება სჭირდება. მოსწავლეთა ცოდნისა და
უნარ-ჩვევების შეფასებისადმი ასეთი დამოკიდებულება მათი სამოქალაქო
საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ფორმირებისა და შემდგომი სოციალიზაციის
წინაპირობაა.
5
1.3.კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია განმავითარებელი შეფასების ხშირი და ეფექტური გამოყენება
სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე/სწავლების პროცესში. მოსწავლეებში
განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობის გააზრება. განმავითარებელი შეფასების
როლის გააქტიურებით სწავლის პროცესისა და შედეგების გაუმჯობესება.
2.1. კვლევის დღიური
მოცემული საკითხით დაინტერესების შესახებ გავაცანი კათედრის წევრებს, რომლებთან
ერთადაც განვიხილეთ განმავითარებელ შეფასებასთან არსებული პრობლემები და
გადავწყვიტეთ მოგვეხდინა დამატებით, ერთმანეთის გაკვეთილებზე დასწრება და
ფოკუსირებული დაკვირვება, რაც მოგვცემდა ხარვეზების გამოკვეთისა და მათ
აღმოსაფხვრელად ალტერნატიული გზების ძიების საშუალებას.
ჩავატარე მასწავლებლების გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის
17-მა და მეზობელი სკოლების 9 , სულ 26 მასწავლებელმა.
სწავლა სწავლების პროცესში განმავითარებელ შეფასებაში ცვლილებების შეტანამდე
ჩავატარე გამოკითხვა მოსწავლეებში რათა დამედგინა რა არის ცნობილი მათთვის
განმავითარებელი შეფასების შესახებ, იყენებენ თუ არა მას/რომელ სტრატეგიებს
იყენებენ შედეგების გასაუმჯობესებლად.
შესაბამისი ლიტერატურის დამუშავების შემდეგ მოვამზადე მასალა განმავითარებელი
შეფასების სტრატეგიებსა და მათი ხშირად გამოყენების მნიშვნელობის შესახებ. და
კათედრის წევრებს, ასევე სხვა პედაგოგებს გავაცანი პრეზენტაციის სახით.
განმავითარებელი შეფასების სტრატეგიები გავაცანი მოსწავლეებს, ერთად
გავაანალიზეთ რა არის იგი და რა მნიშვნელობა ენიჭება სწავლის პროცესის
გაუმჯობესების, გაგება-გააზრების, შეცდომების აღმოფხვრისა და შედეგების
გაუმჯობესების თვალსაზრისით. ეს გახდა ერთ-ერთი წინაპირობა ჩემს მიერ
გამოყენებული განმავითარებელი შეფასების სტრატეგიები ყოფილიყო ეფექტური.
გამოვკითხე მშობლები, რათა გამომეკვლია, ცნობილია თუ არა მათთვის
განმავითრებელი შეფასების არსი და რამდენად ეხმარება მათ ასეთი შეფასება თავიანთი
შვილის აკადემიური მოსწრების, გაგება-გააზრების დონის გასაანალიზებლად. მათი
6
აზრით რა მნიშვნელობა აქვს განმავითარებელ შეფასებას მოსწავლის განვითარების
პროცესში.
გავაცანი მშობლებს კვლევის მიზნები და და ამოცანები, ასევე მათთან ერთად
განვიხილე განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები და მათი ხშირი გამოყენების
ეფექტები. ბოლოს გავაცანი კვლევის შედეგები.
ინტერვენციის ფაზაზე ჩავატარე სამოქალაქო განათლების გაკვეთილები და მოვახდინე
დაკვირვება,რაშიც ჩემი კათედრის წევრები დამეხმარენ. განმავითარებელი შეფასების
მიზანმიმართულმა და ხშირმა გამოყენებამ გამოიღო სასურველი შედეგი.
2.2.სამიზნე ჯგუფი
კველვაში ჩართული არიან მე-9 კლასის მოსწავლეები (14) . გამოკითხვაში მონაწილეობა
მიიღო 26 მასწავლებელმა გაკვეთილებზე დასწრებასა და ფოკუსირებული
დაკვირვების პროცესში ჩართული იყო 4 მასწავლებელი. კვლევაში მონაწილეობა მიიღო
21 -მა მაშობელმა (14 დედა, 7 მამა)
ლიტერატურის მიმოხილვა
3.1. განმავითარებელი შეფასება და მისი მნიშვნელობა
ეროვნულ სასწავლო გეგმაში კარგად ჩანს რომ განმავითარებელი შეფასების წილი
მნიშვნელოვნად დიდი უნდა უყოს სასწავლო პროცესში. იგი პირველიდან მეთორმეტე
კლასამდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლის განვითარების საქმეში.
განმავითარებელი შეფასების მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და მოსწავლის
წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობა.
მუხლი 27. მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები და ამოცანები.
1. მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა სწავლების ხარისხის მართვა, რაც
გულისხმობს, ერთი მხრივ სწავლის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და მეორე მხრივ,
სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება უნდა იძლეოდეს
ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ.
2. მოსწავლის შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი.
თანამიმდევრული საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად,
მოსწავლის შეფასება უნდა დაეფუძნოს სწავლის კონსტრუქტივისტულ
პრინციპებს.
3. მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი
და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;
7
ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე
ცოდნა და წარმოდგენები;
გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ზლიერი და სუსტი
მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და
ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;
დ) მოიცავს სამივე კატეგორიის ცოდნას;
ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად
გამოყენებასშინაარსიან კონტექსტებში.
4) ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი
მიენიჭება კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება
მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და
თანადროულად გამოყენებისკენ.
მუხლი 28. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება კლასში
1.შეფასება შეიძლება იყოს განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
3.განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების
დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და მაქსიმალური შედეგის მიღწევა, ყველა
პედაგოგის ამოცანაა. ამდენად მოსწავლეებისადმი განმავითარებელი შეფასების
მიზნობრივი და ხშირი გამოყენება არის „როგორც მოგზაურობის პროცესში
მოსწავლეებისთვის გზის ჩვენება“.
ირინა კიკვაძეს, თავის ნაშრომში „მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება“, კარგად აქვს გადმოცემული
განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა, ასევე ის ძირითადი პრინციპები, რომელსაც
იგი ეფუძნება.
მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მასწავლებლისგან შემოქმედებით
მიდგომას მოითხოვს. ეს კი პედაგოგის მხრიდან არა მარტო მრავალფეროვანი
მეთოდებისა და სტრატეგიების ფლობას გულისხმობს, არამედ ასევე პროფესიულ
განსჯასაც, რათა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებისა და ინტერესების შესაბამისად მათი
განვითარების გზის ოპტიმალური ვარიანტების შემუშავება.
რადგან შეფასების სისტემა სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის რეგულირების
მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს, საჭირო გახდა მოსწავლეთა ცოდნისა და
უნარ-ჩვევების ერთგანზომილებიანი შეფასების სისტემის შეცვლა. მოსწავლეთა
ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასების ახალი მიდგომების განვითარებაზე
ჩატარებულმა კვლევებმა განათლების მუშაკები მიიყვანა ისეთი შეფასების მეთოდების
აუცილებლობამდე, რომლებიც პრაქტიკულ დავალებებს ეყრდნობა. შეფასების ასეთ
მეთოდებს საგანმანათლებლო სფეროში აუთენტიკურს უწოდებენ. იგი თავის არსში
განმავითარებელ შეფასებას გულისხმობს. ეს უკანასკნელი არ ცვლის შეფასების ყველა
8
სხვა ფორმას, თუმცა ის მასწავლებლის ხელში შეიძლება გახდეს მრავალფეროვანი
კომპონენტისა და მრავალგანზომილებიანი შეფასების სისტემა. ასეთი შეფასების
სისტემა დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა ნიშნებსა და ტესტებზე
ორიენტირებულ სტანდარტულ სკოლებში. განმავითარებელმა შეფასებამ დაგვანახა,
რომ შეფასების ეს სისტემა მეტად პროგრესულია და პედაგოგს ერთგანზომილებიანი
შეფასებიდან მრავალგანზომილებიან სისტემაზე გადასვლისა და მოსწავლის
შესაძლებლობებისა და ინტერესების სათანადოდ განვითარების საშუალებას აძლევს.
განმავითარებელი შეფასება მოსწავლესა და მასწავლებელს ეხმარება, თანმიმდევრულად
გააუმჯობესონ სწავლება/სწავლის პროცესი უკეთესი შედეგების მისაღწევად.
განმავითარებელი შეფასების საშუალებით მასწავლებელი სწავლის პროცესში
აკვირდება ცალკეულ მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს, რათა განსაზღვროს
თითოეული მოსწავლის საჭიროებები და ხელი შეუწყოს მათ წინსვლას.
მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ ჩვევების განმავითარებელი შეფასება არ ეფუძნება
განსჯის/დასჯის პრინციპებს. ის სწავლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. მის
მიზანს არ წარმოადგენს „უკეთესი-უარესის“სპექტრში მოსწავლეებისთვის ადგილის
მიჩენა, პირიქით, ისინი ამ პროცესის აქტიური მონაწილეები არიანა; ისახავენ მიზნებს,
აფასებენ თავიანთ ნამუშევრებს, აძლევენ რჩევებს თანატოლებს, მსჯელობენ
მასწავლებელთან ერთად და იყენებენ საკუთარი განვითარების შესახებ ინფორმაციას
სწავლის მომავალი მიზნებისთვის. ასეთი საქმიანობებით მასწავლებლები უკეთ
ეცნობიან თითოეულ მოსწავლეს, რომელთა შესაძლებლობების დეტალური შეფასება
ხელს უწყობს პიროვნების მრავალმხრივ განვითარებას.
განმავითარებელი შეფასება გამოიყენება კონკრეტული თემის/საკითხის
შესწავლისას. მისი მიზანია დაადგინოს, თუ რამდენად კარგად გაიგო/გაიაზრა
მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი. ეს მასწავლებელს ეხმარება სწორად დაგეგმოს სწავლება
და მიაღწიოს სასწავლო მიზნებს.
ავტორი სოფიო გორგოძე მიმოიხილავს განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობას.
მას თავის სტატიაში „ეფექტური განმავითარებელი შეფასება“, ასახული აქვს განსხვავება
განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას შორის. გამოხატავს განმავითარებელი
შეფასების ეფექტურობას სწავლა-სწავლების პროცესში. ის ამბობს რომ „სასურველი
აკადემიური შედეგის მისაღწევად მასწავლებლებს შეუძლიათ ყოველდღიურად
ადევნონ თვალი, თუ საით მიდიან მოსწავლეები. განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც
შეძენილ ცოდნასა და უნარებს აფასებს, ამ შემთხვევაში მხოლოდ იმისთვის გამოდგება,
რომ გავარკვიოთ, მივაღწიეთ თუ არა შედეგს. ამგვარი შეფასება მნიშვნელოვანია, როცა
მოგზაურობის კონკრეტული მონაკვეთი დასრულდება - მოსწავლემ და მასწავლებელმა
უნდა ნახონ, მიაღწია თუ არა მოსწავლემ, მაგალითად, A პუნქტს, ან იქნებ გზა აებნა და
მოხვდა B პუნქტში. მასწავლებელს შეუძლია მუდმივი თვალყურის დევნებით და
მიმართულების მიცემით დაეხმაროს მოსწავლეს, რომ ის არ აცდეს გზას. ეფექტური
განმავითარებელი შეფასება ყველაზე საიმედო საშუალებაა იმისათვის, რომ
მოსწავლეებმა გზას არ გადაუხვიონ“. სტატიიდან ჩანს რომ ზოგჯერ მასწავლებლები
განმავითარებელი შეფასების გამოყენებაზე უარს ამბობენ. ამის მიზეზად კი დროის
9
სიმცირეს ასახელებენ. აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ საერთაშორისო კვლევების თანახმად
შედეგი იმდენად კარგია, რომ დროის დახარჯვა ღირს.
შეფასბის გამოყენება უნდა ხდებოდეს არა მხოლოდ ათვისებული ცოდნის დონის
განსასაზღვრად/სტანდარტებისადმი შესაბამისობის დასადგენად, არამედ სწავლის
პროცესის ხელშესაწყობადაც. შეფასება ხელს უნდა უწყობდეს სწავლის პროცესში
მოსწავლის ჩართულობის მატებას. ნინო ლაბარტყავას სტატიაში „რატომ არის
მნიშვნელოვანი განმავითარებელი შეფასება“, ნათქვამია რომ ტესტის საფუძველზე
ქულებით შეფასების დროს სწავლების პროცესი მიიმართება ტესტის წარმატებით
შევსების უნარის განვითრებისკენ. ტესტი ძირითადად სტანდარტიზირებულია,
შეფასება აღნუსხავს, მასალის რა პროცენტია დაძლეული და არ იძლევა ინფორმაციას
არც შეცდომათა ტიპებზე და არც მათი დაძლევის გზებზე, თანაც, ვინაიდან ადამიანები
განვსხვავდებით ერთმანეთისგან, შეცდომებიც სხვადასხვანაირი მოგვივა და
დახმარებაც სხვადასხვნაირი დაგვჭირდება. განმავიტარებელი შეფასება
შესაძლებლობას გვაძლევს რეაგირება მოვახდინოთ ცვლილებებზე, კონსტრუქციულია,
ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, აწვდის მათ ინფორმაციას იმის თაობაზე,
როგორ არის შესაძლებელი სწავლის შედეგის გაუმჯობესება.
3.2. არასწორი შეხედულებები განმავითარებელი შეფასების შესახებ.
ყველა ვთანხმდებით, რომ განმავითარებელი შეფასება მნიშვნელოვანია სწავლა-
სწავლების პროცესის სწორად და ეფექტურად წარმართვისათვის. თუმცა
მასწავლებელთა შორის არსებობს მცდარი შეხედულებები განმავითარებელი შეფასების
გამოყენების შესახებ. მაგალითად სოფიო გორგოძე წერს „როცა მასწავლებლებს
ვეკითხებით, იყენებენ თუ არა განმავითარებელ შეფასებას, ისინი გვპასუხობენ,
იშვიათად ვიყენებთ, ამისთვის დრო თითქმის არ გვრჩებაო.“ ხოლო ირინე კიკვაძის
აზრით ბევრი პრაქტიკოსი მასწავლებელი, ჯერ კიდევ მოსწავლის მეხსიერებაში ცოდნის
დაგროვების ტრადიციული მეთოდიკით ხელმძღვანელობს.
მასწავლებლები რომლებიც „იყენებენ“ გამნავითარებელ შეფასებას და ამბობენ რომ
განმავითარებელი შეფასება არის მასწავლებლის კომენტარი, რათქმაუნდა ცდებიან,
რადგან კომენტარი, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი, არის განმავითარებელი
შეფასების მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტი.
მასწავლებლები ცდებიან როდესაც ფიქრობენ, რომ შექება- „ყოჩაღ“, კარგი გოგო/ბიჭი
ხარ“ და ა.შ. არის განმავითარებელი შეფასება. შექება ვერ იქნება განმავითარებელი
შეფასების ინსტრუმენტი თუ ის არ განუმარტავს მოსწავლეს რა გააკეთა კარგად და რას
სჭირდება გაუმჯობესება.
კლასის წინაშე დასმული მასწავლებლის შეკითხვა „გასაგებია?“ ან „არის რამე რაც ვერ
გაიგეთ?“ არ წარმოადგენს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტს, რადგან
10
კითხვები მხოლოდ მაშინაა განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი, თუ მაღალი
დონის სააზროვნო უნარზეა გათვლილი.
3.3. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები
ის, თუ რა გამოდგება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად, თავადაც
შეგიძლიათ მოიფიქროთ. არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, რომლებიც
მასწავლებლებმა შემოგვთავაზესგამოსცადეს და გაუზიარეს უამრავ სხვა
მასწავლებელს. მაგალითად, ერთმა მასწავლებელმა მოიფიქრა ასეთი აქტივობა:
მოსწავლეებს უთხრა, გაკვეთილის ახსნისას თუკი რამეს ვერ გაიგებთ, ხელი აწიეთო.
თუ მოსწავლე ხელს აწევს, მასწავლებელი სხვა მოსწავლეს უსვამს შეკითხვას და
სთხოვს, განმარტოს გაუგებარი ცნება. ეს მასწავლებელი იხსენებს, თავიდან საშინელება
იყო, რადგან მუდმივად აწეული ჰქონდათ ხელი მოსწავლეებს, რომ კითხვა მათთვის არ
დამესვაო. თუმცა პროცესი დარეგულირდა და ეს სტრატეგია უკვე ძალიან კარგად
მუშაობს.
რაც შეეხება უკვე გამოცდილ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს, მათ
შორისაა ერთწუთიანი ესე, შემაჯამებელი ბარათები, თვითშეფასება, თანატოლთა
შეფასება, შუქნიშანიდა ა.. გთავაზობთ რამდენიმე საკმაოდ ცნობილ ინსტრუმენტს,
რომლებსაც დღეს უამრავი მასწავლებელი იყენებს.
შემაჯამებელი ბარათები
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს პატარა ფურცლებს
შემაჯამებელ ბარათებს, სთხოვს, ანონიმურად უპასუხონ ერთ ან ორ შეკითხვას და
დატოვონ მაგიდაზე. ბარათებს რომელიმე მოსწავლე აგროვებს.
კითხვები შეიძლება იყოს ქვემოთ მოცემულის მსგავსი, ან სულაც თქვენ მიერ
შერჩეული.
დაწერეთ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დღეს პირველად გაიგეთ.
რატომ არის ეს საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანი?
რა ვისწავლე დღეს?
როგორ გამოვიყენებ ამ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში?
რომელი საკითხი დარჩა ბუნდოვანი და რატომ?
შემაჯამებელი ბარათები გამოგადგებათ, გაარკვიოთ, თუ რა უჭირთ მოსწავლეებს,
როგორ წარიმართა თქვენი გაკვეთილი, მიაღწიეთ თუ არა მიზნებს. მომდევნო
გაკვეთილზე აუცილებლად გააკეთეთ წინა გაკვეთილის მცირე შეჯამება და ყურადღება
გაამახვილეთ იმ საკითხებზე, რომლებიც მოსწავლეებმა აღნიშნეს ბარათებში. იმის
მიხედვით, თუ რომელ კლასში შეგაქვთ შემაჯამებელი ბარათები, პასუხები შესაძლოა
განსხვავდებოდეს. ზოგჯერ მოსწავლეები შეიძლება ზერელედ მოეკიდონ ბარათების
შევსებას, თუმცა თუ მათ დაანახებთ, რა შედეგი მოჰყვება პასუხების გაცემას, მათი
დამოკიდებულებაც შეიცვლება.
11
კითხვების დასმა
კითხვების დასმა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი განმავითარებელი შეფასების
ინსტრუმენტია, თუმცა საგულისხმოა ის, რომ ნებისმიერი კითხვა ვერ ემსახურება
განმავითარებელ შეფასებას. თუ კითხვა მაღალი დონის სააზროვნო უნარებს კი არა,
მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას ამოწმებს, მასწავლებელი ვერ იგებს, რამდენად გაიაზრა
მოსწავლემ ახალი მასალა. მაგალითად, კითხვა–„რომელ წელს ავიდა ტახტზე დავით
აღმაშენებელი?არ ემსახურება განმავითარებელ შეფასებას. თუმცა შემდეგი კითხვა
რომელი აქტივობა უფრო ეფექტურია გულის მუშაობის სტიმულირებისთვის
სიარული, სირბილი, გოლფისთამაში, პარაშუტით ხტომა თუ ველოსიპედით
სეირნობა?(Clarke, 20015, p.9) შეიძლება გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების
მიზნით. როცა მოსწავლეებმა გულის მუშაობის ზოგადი პრინციპები იციან, ასეთი
კითხვა ნამდვილად დაგვანახებს, რამდენად ღრმად აქვთ გააზრებული საკითხი.
აუხსენი შენზე პატარას/აუხსენი ბებიას
მოსწავლეებს სთხოვეთ, აუხსნან უმცროს მეგობარს (წარმოსახვითს, ან წარმოიდგინონ,
რომ ეს უმცროსი მეგობარი გვერდით მჯდომი მოსწავლეა) ახალი ცნება ან მასალა უფრო
მარტივად, ვიდრე მასწავლებელმა აუხსნა მათ. განუმარტეთ მოსწავლეებს, რომ
წარმოსახვითი მეგობარი, მათ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობის გამო, შესაძლოა
ბევრად უფრო ნაკლებ ცოდნას ფლობდეს. ამიტომ მათ მთავარ ამოცანას წარმოადგენს
ის, რომ შეძლონ მოცემული ცნების ახსნა ბევრად უფრო მარტივი ენით, ვიდრე ეს
გააკეთა მასწავლებელმა. დააკვირდით, როგორ ხსნიან მოსწავლეები ახალ ცნებებს, რათა
გაიგოთ, რამდენად ღრმად გაიგეს/გაიაზრეს საკითხი. თუ გადაწყვეტთ, რომ ამით
მოსწავლეთა ბებიებს შეურაცხყოფას არ მიაყენებთ, შეგიძლიათ ეს აქტივობა ასე
გადააკეთოთ: აუხსენით ბებიას.
თანატოლთა შეფასება
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანატოლთა შეფასება შესანიშნავი განმავითარებელი
შეფასების ინსტრუმენტია და მასწავლებლისგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.
სთხოვეთ მოსწავლეებს, გადახედონ ერთმანეთის საშინაო დავალებებს და არასწორ
პასუხებს დაურთონ კომენტარები (და არა ქულები. თუ მაინც გადაწყვეტთ ქულების
გამოყენებას, მათ აუცილებლად უნდა ახლდეს კომენტარები). კომენტარი უნდა
აღწერდეს არამარტო იმას, თუ რა არის არასწორი, არამედ ნაშრომის გაუმჯობესების
გზებსაც. ეს სტრატეგია მასწავლებელს უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის იმაზე, თუ
რამდენად კარგად გაიგეს მასალა მოსწავლეებმა.
ტექნოლოგიები და განმავითარებელი შეფასება
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უფრო მარტივი ხდება განმავითარებელი
შეფასების გამოყენება. არსებობს სხვადასხვა აპლიკაცია, რომლებიც განმავითარებელი
შეფასებისთვის შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა (ბიბლიოგრაფიაში იხილეთ
ლინკი ინგლისურენოვანი ვებგვერდიდან Edutopia; ინგლისურის მასწავლებელთან
ერთად ნახეთ, რამდენად მზად ხართ, გამოიყენოთ ტექნოლოგიები განმავითარებელი
შეფასების მიზნით).
12
ასევე შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი აქტივობა, რომელიც მოსწავლეების მიერ
ტექნოლოგიების გამოყენებას წაახალისებს და თან განმავითარებელი შეფასების
ინსტრუმენტადაც გამოდგება: დაავალეთ მოსწავლეებს, გააკეთონ რეკლამა
ახლადშესწავლილ ცნებასთან დაკავშირებით. მათ უნდა მოიფიქრონ ტექსტი და
შესაბამისი ვიზუალიზაცია ახალ მასალაში გამოყენებული ცნებების გასაგებად. ეს
აქტივობა დაგეხმარებათ, მეტი გაიგოთ იმის თაობაზე, თუ რა და როგორ გაიგეს
მოსწავლეებმა.
კომენტარი/უკუკავშირი
კომენტარი/უკუკავშირი განმავითარებელი შეფასების ყველაზე ცნობილი და
გავრცელებული ინსტრუმენტია. მკვლევარებმა 600-ზე მეტი კვლევის საფუძველზე
დაასკვნეს, რომ არსებობს წამახალისებელი უკუკავშირი და უკუკავშირი, რომელიც
უარყოფითად მუშაობსწახალისების ნაცვლად გულს უცრუებს სწავლაზე მოსწავლეს
და აუარესებს აკადემიურ შედეგებს (Kluger and DeNisi, 1996). მსგავსად
ფორმულირებულმა უკუკავშირმაც კი შეიძლება სხვადასხვა გვარად იმუშაოს
მოსწავლეზე, რომელიც წარმატებაზე ორიენტირებულია (მისთვის უკუკავშირი
მნიშვნელოვანია, რათა გააუმჯობესოს მოსწრება) და მოსწავლეზე, რომელიც ყველა
გზით ცდილობს, თავი აარიდოს წარუმატებლობას. ამიტომ მასწავლებელმა ისე
მიაწოდოს უკუკავშირი ცუდი შედეგის მქონე მოსწავლეს, რომ ეს შედეგი არ იქნას
ინტერპრეტირებული, როგორც წარუმატებლობა. მეორე მხრივ, მასწავლებელმა უნდა
დაანახოს მოსწავლეებს, რომ ძალისხმევა და გაუმჯობესებული შედეგი ერთმანეთთან
მჭიდრო კავშირშია (Marzano, 2001).
აქვე უნდა აღვნიშნო უკუკავშირის გავლენა თვითშეფასებაზე. საჭიროა, მასწავლებელი
ყურადღებით აკონტროლებდეს ყველა გზავნილს, რომელსაც მოსწავლეები მისგან
იღებენ. ვერბალური და არავერბალური მინიშნების საფუძველზე მოსწავლემ,
შესაძლოა,დაასკვნას, რომ მასწავლებელი არ არის მისი აზრით დაინტერესებული, არ
ენდობა მას, ან არ აფასებს მის მოსაზრებას. მასწავლებელმა უნდა იცოდეს რომ ხშირ
შემთხვევაში უარყოფითი უკუკავშირის მიწოდება შედარებით დადებითი ფორმითაც
არის შესაძლებელი. მასწავლებლის მხრიდან ადეკვატური შექება, აღიარება და
წახალისება მოსწავლეს დადებითი თვითშეფასების ფორმირებაში ეხმარება.
უარყოფითი უკუკავშირი განსაკუთრებით ამახსოვრდება მოსწავლეს, რაც იწვევს
საკუთარი თავის მიმართ ნეგატიური წარმოდგენების ფორმირებას. უარყოფითი
უკუკავშირი განსაკუთრებით მტკივნეულად მოქმედებს მასზე, ვისაც ისედაც დაბალი
თვითშეფასება აქვს.
დაკვირვება, როგორც განმავითარებელი შეფასება
დაკვირვება ასევე ითვლება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად. ამ დროს
მასწავლებელს შეუძლია აირჩიოს დაკვირვების რამდენიმე ობიექტი, ან დააკვირდეს
მთელ კლასს, მაგრამ აირჩიოს კონკრეტული თემა (მაგ., კომუნიკაცია). მასწავლებელს
შეუძლია მთელი კლასის წინაშე გააკეთოს კომენტარები, ან ინდივიდუალურად
გაესაუბროს მოსწავლეებს, შეაჯამოს დაკვირვების შედეგები და გამოიყენოს
სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.
13
შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები
შესასვლელ და გასასვლელ ბილეთებში მოცემულია მასწავლებლის მიერ სასწავლო
მასალასთან დაკავშირებით მომზადებული ერთი ან რამდენიმე მოკლე კითხვა ან
დავალება, რომელთა შესრულებაც 5-10 წუთს მოითხოვს. შესასვლელი და გასასვლელი
ბილეთების საშუალებით მასწავლებელი ძალიან მოკლე დროში მნიშვნელოვან
ინფორმაციას იღებს მოსწავლეებისგან. გარდა ამისა, ამ ინსტრუმენტის ხშირი
გამოყენება ერთგვარ რუტინას უდებს საფუძველს - მოსწავლეებმა იციან, როგორ
შეიძლება დაიწყოს და დასრულდეს გაკვეთილი. შესასვლელი ბილეთი ეხმარება
მასწავლებელს, გაკვეთილის დაწყების პირველივე წუთებიდან მიმართოს მოსწავლეთა
ყურადღება შესასწავლ საკითხზე და შექმნას ეფექტური სასწავლო გარემო. ხოლო
გასასვლელი ბილეთების შევსების მოლოდინი ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღების
შენარჩუნებას გაკვეთილის ბოლომდე. საკლასო რუტინის არსებობა კლასისა და დროის
მართვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების გამოყენება უბიძგებს მოსწავლეებს,
მოახდინონ რეფლექსია საკუთარ სწავლაზე, რაც ააქტიურებს მაღალი დონის
სააზროვნო უნარებს.
სწრაფი წერითი სამუშაო
არსებობს სწრაფი წერითი სამუშაოსთვის შემუშავებული ინსტრუმენტების ვარიაციები:
სწრაფი ჩანაწერი
ერთწუთიანი ესსე
ერთწინადადებიანი შეჯამება
დაუსრულებელი წინადადებები
ამ ინსტრუმენტების დახმარებითმასწავლებელს შეუძლია ძალიან მოკლე დროში
შეიქმნას წარმოდგენა სასწავლო საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა მზაობის,
გაგება-გააზრების,ინტერესებისა და დამოკიდებულების შესახებ.
სწრაფი ჩანაწერი - მოსწავლეებმა სხვადასხვა მიზნით/სახით შეიძლება აწარმოონ. ეს
შეიძლება იყოს: ნასწავლის ძირითადი აზრის/იდეის გადმოცემა, მთავარი ტერმინების
ჩამონათვალის შექმნა, კოგნიტური სქემის/რუკის შედგენა, ნასწავლის პრაქტიკასთან
დაკავშირება, საკუთარ სწავლაზე რეფლექსიის გაკეთება და სხვა.
ერთწუთიანი ესსე - გაკვეთილის დასაწყისში, მისი მიმდინარეობისას ან დასრულებამდე
რამდენიმე წუთით ადრე მასწავლებელს შეუძლია კითხვა დაუსვას მოსწავლეებს
კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და სთხოვოს, რომ წერილობით უპასუხონ მას.
მოსწავლეებს ამისათვის ეძლევათ 1 წუთი ან ოდნავ მეტი. მნიშვნელოვანია რომ
მართლაც იყოს მასწავლებლის შეკითხვაზე პასუხის გაცემა ასეთ მოკლე დროში. მაგ:
თქვენი აზრით რა იყო დღევანდელი გაკვეთილის ძირითადი მიზანი? ეთანხმებით თუ
არა წარმოდგენილ დებულებას? მოიყვანეთ არგუმენტი. და ა.შ.
14
ერთწინადადებიანი შეჯამება - მასწავლებელმა შეიძლება სთხოვოს მოსწავლეებს, ერთი
წინადადებით შეაჯამონ გაკვეთილზე განხილული მასალა, იქნება ეს ტექსტი, ახალი
ფიზიკური კანონი, ქიმიური ხსნარების თვისებები, გულსისხლძარღვთა სისტემა თუ
სხვა. საკითხის ერთი წინადადებით შეფასება მოსწავლისგან მოითხოვს მის
სიღრმისეულად გააზრებას და მაღალი დონის სააზროვნო უნარების გააქტიურებას.
დაუსრულებელი წინადადებები - მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, დაასრულონ
წინადადებები, რომლებიც შეიძლებამიზნად ისახავდეს მოსწავლეთა ცოდნის, გაგება-
გააზრების დონის, ინტერესების, ღირებულებების ან საჭიროებების შეფასებას.
„ქვიზი“
„ქვიზი“ არის მოკლე ტესტი. ხშირად ქვიზიც და ტესტიც განმსაზღვრელ შეფასებასთან
ასოცირდება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ამ ინსტრუმენტებს
გამოიყენებს მოსწავლეთა სწავლის მონიტორინგისა და მათთვის განმავითარებელი
უკუკავშირის მიწოდების მიზნით, მაშინ ორივე ინსტრუმენტი განმავითარებელი
შეფასების ფუნქციას შეიძენს. „ქვიზი“ გვაძლევს საშუალებას, სწრაფად შევაფასოთ
მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება-გააზრების დონე და მათ დაუყოვნებლივ
მივაწოდოთ უკუკავშირი. „ქვიზის გამოყენება შესაძლებელია როგორც ახალი მასალის
შესწავლის დაწყების წინ, მოსწავლეთა წინარე ცოდნის შეფასების მიზნით, ისე თემის
შესწავლის პროცესში, საკითხის გაგება-გააზრების ხარისხის სწრაფად შეფასების
მიზნით.
ასევე განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებად შეგვიძლია გამოვიყენოთ: „ვიცი,
მინდა ვიცოდე, ვისწავლე“, „გრაფიკული ორგანიზატორები“, „ორმაგი ჩანაწერების
დღიური“, მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა და ა. შ. (განმავითარებელი შეფასება
და დიფერენცირებული სწავლება - მასწავლებლის სახელმძღვანელო, მარინა
ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი)
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ
ნებისმიერი აქტივობა თუ სტრატეგია განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი ხდება
მხოლოდ მაშინ, თუკი მასწავლებელი და მოსწავლე (გარდა იმისა, რომ გაარკვევენ,
როგორია მოსწავლის პროგრესი, რას ვერ იგებს ის) იპოვიან გზებს, როგორ უნდა
გაიაზროს მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი. შესაბამისად, განმავითარებელი შეფასების
ვერცერთი ინსტრუმენტის გამოყენება ვერ ჩაითვლება ეფექტურად, თუკი საბოლოო
შედეგი არ იქნება საკითხის/ცნების ღრმად გაგება/გააზრება თუ უნარის ათვისება.
3.4.განმავითარებელი შეფასების რამდენიმე პოზიტიური ნიშანი:
15
1. განმავითარებელი შეფასება აძლიერებს მოსწავლის რეფლექსიას სწავლის პროცესის
ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. ამით ის ხელს უწყობს მოსწავლეთა
გააქტიურებასა და თვითმონიტორინგს.
2. განმავითარებელი შეფასებისას მოსწავლეთა აზროვნებისა და შემეცნების პროცესები
უფრო თვალსაჩინო ხდება როგორც თვით მოსწავლეებისათვის, ისე
მასწავლებლისათვის. ეს ეხმარება მასწავლებელს ადეკვატური მეთოდებისა და
სასწავლო რესურსების შერჩევაში.
3. განმავითარებელი შეფასება მოსწავლეს ეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რას
სწავლობს და რამდენად კარგად ეუფლება ცოდნას.
4. განმავითარებელი შეფასება გვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად მზადაა
ბავშვი, რომ ცოდნა და უნარები ახალ სიტუაციებში გამოიყენოს.
5. განმავითარებელი შეფასება გვეხმარება სწავლების დიფერენცირებაში, ჯგუფების
სწორად დაკომპლექტებასა და მოსწავლეებისთვის ადეკვატური დავალებების
შერჩევაში.
6. მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასებით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით
მასწავლებელს შეუძლია შეაფასოს ჩატარებული გაკვეთილის ეფექტურობა.
7. განმავითარებელი შეფასება ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითშეფასებისა და
ურთიერთშეფასების უნარების განვითარებას.
8. განმავითარებელი შეფასება ეხმარება სასწავლო პროცესის მონაწილეებს
კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემასა და გამოყენებაში (მასწავლებელი-მოსწავლე,
მოსწავლე-მოსწავლე, მოსწავლე-მასწავლებელი).
9. განმავითარებელი შეფასების მეშვეობით მასწავლებელი იღებს ინფორმაციას და
გადაწყვეტილებებს სწავლების პროცესში დაუყოვნებლივ ან მოგვიანებით შესატანი
შესწორებების შესახებ.
10. განმავითარებელი შეფასება კომფორტს უქმნის და თავდაჯერებას მატებს მოსწავლეს
მოსაზრებების საჯაროდ გამოხატვისას.
ავტორი გიორგი ნოზაძე თავის ნაშრომში
,,განმავითარებელი შეფასების განხორციელების სტრატეგიები და მეთოდები“
ჩამოთვლის განმავითარებელი შეფასების ეფექტურ შედეგებს მოსწავლის
განვითარებისა და წინსვლისათვის.
1. „სასწავლო მიზნებისა და წარმატების კრიტერიუმების ცხადად ჩამოყალიბება,
გაზიარება და გააზრება მოსწავლეებთან ერთად;
2. ეფექტური საკლასო დისკუსიების, შეკითხვების, აქტივობებისა და დავალებების აგება,
რომლებიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გამოამჟღავნონ და მკაფიოდ წარმოაჩინონ
ფაქტები სწავლის შესახებ;
3. მოსწავლეებისთვის ისეთი უკუკავშირის მიწოდება, რომელიც ხელს შეუწყობს მათ
წინსვლას;
4. საკუთარ სწავლაზე მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გაზრდა;
5. მოსწავლეთა გააქტიურება, რომ ერთმანეთისთვის სასწავლო რესურსის როლი
შეასრულონ.
16
კვლევის მეთოდები და მონაცემთა ანალიზი
4.1.ძირითადი საკვლევი კითხვები
რამდენად სწორად ვფლობთ განმავითარებელი შეფასების გამოყენების
სტრატეგიებს
რამდენად ხშირად და ეფექტურად ვიყენებთ მას პრაქტიკაში
რა იციან მოსწავლეებმა განმავითარებელი შეფასების, მისი მნიშვნელობის
შესახებ და იყენებენ თუ არა მას შედეგის გასაუმჯობესებლად?
რა შედეგს გამოიღებს მოსწავლეებში შეფასების სტრატეგიების ფლობა და ამ
სტრატეგიების ხშირი გამოყენება?
ზრდის თუ არა მოსწავლეთა მოტივაციას და სწავლის ხარისხს მრავალფეროვანი
განმავითარებელი შეფასების სტრატეგიების ხშირი გამოყენება?
4.2.მონაცემთა შეგროვება და ანალიზი
საკვლევ კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოყენებული იყო შემდეგი მეთოდები:
ფოკუსირებული დაკვირვება, ანკეტირება, ფოკუსჯგუფი, მეორადი ანკეტირება,
დაკვირვება. თითოეული მათგანის აღწერა და ანალიზი მოცემულია შემდეგ თავებში.
4.3.გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვება და მისი ანალიზი (დანართი N1)
მასწავლებლები ერთმანეთს დავესწარით გაკვეთილებზე, განმავითარებელი შეფასების
გამოყენების ხარისხის და ოდენობის განსაზღვრის მიზნით. დაკვირვება მოხდა მეცხრე
კლასის 1 ისტორიის, 2 სამოქალაქო განათლების, 2 ინგლისური ენის, 1 გერმანულის, 1
ქიმიის, სულ 7 გაკვეთილზე. დაკვირვებამ აჩვენა რომ განმავითარებელი შეფასება
ხდება ძირითადად თვითშეფასების, კითხვა-პასუხის და ზეპირი კომენტარის
გამოყენებით და არ არის გამოყენებული განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი
ინსტრუმენტები. ასევე დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ჩვენს პრაქტიკაში
განმავითარებელი შეფასების ნაკლებობის პრობლემა მართლაც აქტუალურია და
საჭიროა ამ ნაკლოვანების გამოსწორება.
4.4.ფოკუსჯგუფის განხორციელება და მისი ანალიზი
კვლევის დასაწყისში მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანი კვლევის შესახებ და ვთხოვე
ჩართულიყვნენ მასში. ასევე განვუმარტე, რომ მათ მიერ შევსებული ანკეტები იქნება
ანონიმური.
17
ფოკუს ჯგუფთან შეხვედრამ გამოკვეთა მშობლების და მოსწავლეების
დამოკიდებულება განმავითარებელი შეფასების მიმართ. სასმსჯელო კითხვა იყო
რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ ისინი განმავითარებელ შეფასებას. აღმოჩნდა
რომ მშობლების დიდ ნაწილს აქვს არასწორი/არასრული წარმოდგენა განმავითარებელი
შეფასების შესახებ. ზოგიერთი მათგანის აზრით განმავითარებელი შეფასება იგივე
შექებაა და წაახალისებს მოსწავლეს სწავლის პროცესში.ი ჩანაწრის არსებობის
შემთხვევაში. აღმოჩნდა რომ ასეთი კომენტარები ზოგჯერ არის ვრცელი და მასში
აღწერილია რა არის შეცდომა და რა კარგად გაკეთებული, მაგრამ შეიძლება ის
მოიცავდეს მხოლოდ ერთ სიტყვას, მაგალითად: „ყოჩაღ“. თუმცა ნაწილის აზრით
განმავითარებელი შეფასება არის სწორედ ის ბერკეტი, რაც ხელს უწყობს მოსწავლის
მიერ ახალი მასალის უკეთ გაგება-გააზრებას და ძალზედ მნიშვნელოვანია მისი
გამოყენება.
მშობლებს გავაცანი მრავალფეროვანი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები და
ვისაუბრეთ მათი ხშირი გამოყენების მნიშვნელობაზე.
4.5.თვისობრივი კვლევა მასწავლებლებისთვის და მისი ანალიზი (დანართი 2)
შევადგინე და შესავსებად მასწავლებლებს წარვუდგინე კითხვარი, რომლის ანალიზის
საფუძველზე უნდა გამერკვია, რამდენად ხშირად ვახერხებთ მოსწავლეებზე
განმავითარებელი შეფასების მიცემას. განმავითარებელი შეფასების რომელ
სტრატეგიებს მივმართავთ ხშირად, იშვიათად და რომელი სტრატეგიები არ იყო
ჩვენთვის ცნობილი. გამოკითხვამ დამანახა, რომ მასწავლებლებისთვის ბევრი
ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასებისთვის, არ
არის ცნობილი და არასდროს გამოუყენებიათ. ყველა მასწავლებელი მიმართავს
განმავითარებელ შეფასებას, მაგრამ ძირითადად გამოყენებულია მხოლოდ 3-4
სტრატეგია. ე.ი. არ ვფლობთ მრავალფეროვან სტრატეგიებს, რაც თავის მხრივ ხელს
უშლის განმავითარებელი შეფასების ხშირ და მრავალმხრივ გამოყენებას.
4.6.მოსწავლეთა ანკეტირება და მისი ანალიზი (დანართი 3)
თავდაპირველად, როდესაც მოსწავლეებს გავაცანი განმავითარებელი შეფასების
სხვადასხვა ინსტრუმენტები და მათი გამოყენების წესები, გამოვკითხე ისინი, თუ
რომელი განმავითარებელი შეფასება გამოიყენება მათ კლასში (გააკეთეს ჩამონათვალი),
რომელი გამოიყენება ყველაზე ხშირად და რას აძლევს მათ ასეთი შეფასება/რა
მნიშვნელობა აქვს მათთვის განმავითარებელ შეფასებას. კვლევამ მომცა თითქმის იგივე
შდეგი, რაც მასწავლებლების გამოკითხვის შემთხვევაში, (უფრო უარესიც). მაგალითად:
18
მოსწავლეთა 70% - ს მიაჩნია, რომ მასწავლებლებისგან იშვიათად იღებს
განმავითარებელ შეფასებას, 78% თვლის რომ განმავითარებელი შეფასება მისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია და ეხმარება მას საგნის კარგად შესწავლაში. განმავითარებელი
შეფასების ინსტრუმენტებიდან მოსწავლეებისთვის ცნობილია მხოლოდ 2, 3 ან 4
მათგანი. აქეან მხოლოდ ორს იყენებენ მასწავლებლები ყველაზე ხშირად. ასევე საუბრის
დროს მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სხვადასხვა მასწავლებელი სხვადასხვა სიხშირით
იყენებს ამ ტიპის შეფასებას.
ხშირად
22%
ხანდახან
64%
ძალზედ
იშვიათად
14%
თითქმის
არასდროს
0%
რა სიხშირით იღებთ მასწავლებლისგან
განმავითარებელ შეფასებას
19
7%
36%
50%
7%
რამდენად მნიშვნელოვანია განამვითარებელი შეფასება
თქვენი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად
ძალზედ მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანია
ნაკლებად მნიშვნელოვანია არ არის მნიშვნელოვანი
0%
92%
8%
გეხმარება თუ არა განმავითარებელი შეფასება, სწავლის
პროცესში აღმოაჩნო შენი ძლიერი და სუსტი მხარეები
ყოველთვის
ხანდახან
არასდროს
20
14 მოსწავლიდან თითოეულს ქონდა უფლება ამოერჩია 3 ინსტრუმენტი, რომელსაც
ყველაზე ხშირად იყენებენ მათი მასწავლებლები.
4.7.ანკეტა მშობლებისთვის და მისი ანალიზი (დანართი 4)
თუ როგორ ესმით მშობლებს განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა და
განმავითარებელი შეფასების რომელი სტრატეგია მიაჩნიათ ყველაზე ეფექტურად, ამის
გარკვევაში ასევე დაგვეხმარა ანონიმური ანკეტირება. სულ გამოიკითხა მე-9 კლასის 21
მშობელი. 14 დედა და 7 მამა. გამოკითხულთა ნაწილს სწორად არ ესმის
განმავითარებელი შეფასების არსი. დიდმა ნაწილმა არ იცის განმავითარებელი
შეფასების სტრატეგიების მრავალფეროვნების შესახებ და ასეთად მხოლოდ კომენტარს
ასახელებს. კვლევის მონაცემები გამოსახულია ცხრილსა და დიაგრამებში.
მშობელთა გამოკითხვის შედეგების ცხრილი
გნმავითერებელი შეფასება არის:
მშობელთა
რაოდენობა
მშობლების პასუხები
(მზგავსი შინაარსის პასუხები თავმოყრილია ერთ ჯგუფში)
86420
10
12
14
16
განმავითარებელი შეფასების რომელ ინსტრუმენტებს იყენებენ
მასწავლებლები ყველაზე ხშირად?
21
8 მოსწავლეებისთვის გაცემული კომენტარი, მითითება და ა.შ., რაც
მოსწავლეს დაეხმარება განვითარებაში და არ იწერება ნიშანი
7 საშინაო დავალებაზე გაკეთებული წერილობითი კომენტარი, რომელიც
მიუთითებს რა ჰქონდა მას კარგად და რა არასწორდ შსრულებული.
6 როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს შეაქებს მიღწეული შედეგისათვის.
საჭიროდ ჩავთვალე დაწვრილებით ამეხსნა და დეტალურად გამეცნო მშობელთათვის
განმავითარებელი შეფასების სტრატეგიები, სხვადასხვა მკვლევართა აზრი მის შესახებ,
ასეთი შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენების ეფექტები და
მოსალოდნელი სარგებელი.
ამის შემდეგ ვთხოვე მათ ახალი ანკეტის შევსება, რამაც ძირეულად განსხვავებული
შედეგი მაჩვენა (დანართი 5)
21 მშობლიდან ყველა მიიჩნევს რომ განმავითარებელ შეფასებას დიდი მნიშვნელობა
აქვს მოსწავლის განვითარებისთვის. 21-დან მხოლოდ 2 მშობელი არ მიიჩნებს
აუცილებლობად განმავითარებელი შეფასების „ძალიან ხშირ“ გამოყენებას.
განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები
7
3
8
განმავითარებელი შეფასების რომელი სტრატეგიის
გამოყენებას ანიჭებთ უპირატესობას
წერილობითი და ზეპირი კომენტარ ურთიერთშეფასება და თვითშეფასება
ტესტი "ქვიზი
22
5.1.ინტერვენციის აღწერა და მისი შდეგები
გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
1. კათედრაზე პრეზენტაციის წარდგენა, ეფექტიანი განმავითარებელი
შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიების გაცნობისა და პრაქტიკაში
დანერგვის მიზნით.
2. მოსწავლეებისათვის თითოეული განმავიოთარებელი შეფასების
სტრატეგიების/ინსტრუმენტების გაცნობა და მათი მნიშვნელობის
გააზრება.
3. გაკვეთილებზე მეორადი ფოკუსირებული დაკვირვება განმავითარებელი
შეფასების ეფექტური გამოყენების შემოწმების მიზნით.
4. მოსწავლეებთან მეორადი ანკეტირება გამოყენებული ინტერვენციების
შედეგიანობის გაზომვის მიზნით.
5.2.ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე და მათი ანალიზი (დანართი 6)
ინტერვენციის ფაზაზე ისევ დავიწყე გაკვეთილებზე დაკვირვება, ამისათვის დახმარება
ისევ ჩემი კათედრის წევრებს ვთხოვე. ჩვეულებრივი გაკვეთილების გარდა მე-9 კლასში,
სამოქალაქო განათლების საგანში მოვამზადეთ პროექტ-გაკვეთილი და პრობლემაზე
ორიენტირებული გაკვეთილები, რის საშუალებასაც თავისუფლად მაძლევდა
50
10
15
20
25
უნდა იყენებდნენ თუ არა
მასწავლებლები
მრავალფეროვან
განმავითარებელ შეფასებას
ხშირად
აქვს თუ არა მოსწავლეების
განვითარებისთვის დიდი
მნიშვნელობა
განმავითარებელ შეფასებას?
კი
არა
23
აღნიშნული საგანი. ვიყენებდი სხვადასხვა ინსტრუმენტებს განმავითრებელი
შეფასებისათვის. მოსწავლეებს ვთხოვე თავადაც მოეხდინათ დაკვირვება საკუთარ
სწავლის პროცესზე და დაედგინათ შეცვალა თუ არა რაიმე ხშირი და მრავალფეროვანი
განმავითრებელი შეფასების გამოყენებამ, აუმაღლდათ მოტივაცია თუ პირიქით.
გაკვეთილებზე გავახშირე განმავითარებელი შეფასების გამოყენება. დაკვირვებამ
გვაჩვენა, რომ განმავითარებელი შეფასების სტრატეგიების გამრავალფეროვნებამ და
გახშირებამ გამოიწვია მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა და ჩართულობა საგაკვეთილო
პროცესში. მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა დაადასტურა ხელახალმა ანკეტირებამაც.
(დანართი 6)
5.3.მოსწავლეთა მეორადი ანკეტირება და მისი ანალიზი (დანართი 7)
განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ, ინტერვენციის გადასამოწმებლად კვლავ
გამოვკითხეთ მე-9 კლასის მოსწავლეები. გამოკითხვის მიზანი იყო:
1. რამდენად გაიზარდა მასწავლებლის მხრიდან განმავითარებელი
შეფასების სიხშირე.
2. გაიზარდა თუ არა მოსწავლეების მოტივაცია
3. რომელი განმავითარებელი შეფასებების სტრატეგიებით
გამრავალფეროვნდა მათი შეფასება
4. მათი აზრით რომელი მათგანი უწყობს ხელს ყველაზე მეტად მოსწავლის
ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას და იძლევა ხარვეზების
აღმოჩენისა და აღმოფხვრის საშუალებას.
მოსწავლეები თვლიან რომ სამოქალაქო განათლებაში გაიზარდა განმავითარებელი
სეფასების როლი. გამოყენებულია მრავალფეროვანი სტრატეგიები და ამან გაზარდა
მოსწავლეთა მოტივაცია.მოსწავლეთა 29 % ს მიაჩნია რომ შესასვლელი და გასასვლელი
ბილეთები დაეხმარა ძლიერი და სუსტი მხარეების აღმოჩენაში, ასევე 29 %ს მიაჩნია რომ
გაგება-გააზრებისათვის კარგი სტრატეგიაა „აუხსენი შნზე პატარას/აუხსენი ბებიას“.
კომენტარი 21% და კითხვების დასმა ასევე 21 %-ს მიაჩნია ხარვეზების აღმოჩენისა და
აღმოფხვრის კარგ საშუალებად.
მონაცემები მოცემულია დიაგრამებზე
24
86420
10
12
14
გაიზარდა თუ არა მასწავლებლის
მხრიდან განმავითარებელი
შფასების სიხშირე?
აამაღლა თუ არა
მრავალფეროვანი განმავ.
შეფასების სიხშირემ ჩემი
მოტივაცია?
დიახ
ნაწილობრივ
არა
22%
21%
36%
14%
7%
განმავითარებელი შეფასების რომელი სტრატეგიებით
გამრავალფეროვნდა თქვენი შეფასება?
ერთწუთიანი ესსე შემაჯამებელი ბარათები
შუქნიშანი "ქვიზი"
ერთწინადადებიანი შეჯამება
25
დასკვნა
მეორადი ანკეტირების შედეგად, რაც დიაგრამებზეც ჩანს, გამოიკვეთა რომ
მოსწავლეებმა აშკარად დაინახეს განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა და მისი
გამოყენების უპირატესობა. გაეცნენ ახალ სტრატეგიებს, რამაც განაპირობა მათი
მოტივაციის და ჩართულობის ზრდა. ისწავლეს სწორი რჩევისა და რეკომენდაციის
გაცემა. გატარებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო მოსწავლისა და მასწავლებლის
მჭიდრო თანამშრომლობას, მოხდა მშობლების ინფორმირებულობა და მეტი
ჩართულობა, გამიადვილდა მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და საჭიროებების
დადგენა/ გათვალისწინება.
რეფლექსია
პედაგოგიურმა პრაქტიკამ გამოავლინა განმავითარებელი შეფასების გამოყენების
სიმცირის პრობლემა და არაეფექტურობის მიზეზები, რაც თავის მხრივ გამოიხატა
მრავალფეროვანი სტრატეგიების არცოდნასა თუ მის, დროის დაზოგვის მიზნით
გამოუყენებლობაში. კვლევისას გამოყენებული მეთოდების (დაკვირვება,
ფოკუსჯგუფი, ანკეტირება, მეორადი ანკეტირება, თვისობრივი კვლევა) ანალიზმა
დასაწყისში გაჩენილი შეხედულებები პრობლემის არსებობაზე გაამყარა. აღმოჩნდა
რომ განმავითარებელი შეფასების ნაკლებობა გამოწვეული იყო სხვადასხვა მიზეზებით,
კერძოდ მასწავლებლები ნაკლებად ფლობდნენ მრავალფეროვანი განმავითარებელი
შეფასების სტრატეგიებს, თვლიდნენ რომ განმავითარებელ შეფასებას დიდი დრო
კითხვების დასმა
21%
აუხსენი შენზე
პატარას/აუხსენი
ბებიას
29%
შესასვლელი და
გასასვლელი
ბილეთები
29%
კომენტარები
21%
თქვენი აზრით რომელი სტრატეგიის გამოყენება უწყობს ხელს
ყველაზე მეტად თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას
და იძლევა ხარვეზების აღმოჩენისა და აღმოფხვრის საშუალებას?
26
მიაქვს. აპ პრობლემის მოგვარების მიზნით დავსახე ინტერვენციები. მიზნად დავისახე ,
გაკვეთილზე ხშირად გამომეყენებინა შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტები. ჩემ
კოლეგებსაც გავუზიარე ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაცია, მივაწოდე რეკომენდაციები
და დავეხმარე მათ ახალი სტრატეგიების შესწავლა გამოყენების მიზნით. სასარგებლო
იყო კვლევის შედეგები მოსწავლეებისთვის. მათ დაინახეს როგორ გაზარდა
მრავალფეროვანი განმავითარებელი სტრატეგიების გამოყენებამ მათი მოტივაცია და
ჩართულობა. მე ვთვლი რომ ჩატარებულმა კვლევამ და განხორციელებულმა
ინტერვენციებმა საგრძნობლად გაზარდა განმავითარებელი შეფასების როლი ჩემს
პრაქტიკაში. ასევე იმედი მაქვს ჩემი კოლეგებიც გაიზიარებენ ჩემი კვლევის შედეგებს.
დანერგავენ საკუთარ პრაქტიკაში ხშირი და მრავალფეროვანი განმავითარებელი
შეფასების გამოყენებას, რაც საბოლოოდ გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და მათი
სწავლის დონის ამაღლებას.
კვლევის ნაკლოვანებები და რეკომენდაციები
1) სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე განმავითარებელი შეფასების
გამოყენების გახშირებამ მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლის მატებაც
გამოიწვია, თუმცა კვლევის პროცესში ამაზე აქცენტი არ გამიმახვილებია.
კარგი იქნებოდა განმეხილა განმსაზღვრელი შეფასების მატება
განმავითარებელი შეფასების პროგრესის კვალდაკვალ.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ეროვნული სასწავლო გეგმა. 2018 წლის 3 მაისის ბრძანება N63/ნ.
2. გორგოძე.ს 26 ოქტომბერი 2016. „ეფექტური განმავითარებელი შეფასება“
www.maswavlebeli.ge ინტერნეტგაზეთი.
3. „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ .
სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის. მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი.
გვ. 47-108
4. „ეფექტიანი სწავლება“ - თეორია და პრაქტიკა. გამოცდების ეროვნული
ცენტრი. თავი XIII – მოსწავლეთა შეფასება ნ.კობახიძე
5. ნოზაძე. გ. 13 დეკემბერი 2013 „განმავითარებელი შეფასების განხორციელების
სტრატეგიები და მეთოდები“ www.maswavlebeli.ge ინტერნეტგაზეთი.
27
6. ლაბარტყავა. ნ. 19 მარტი, 2014 „რატომ არის მნიშვნელოვანი განმავითარებელი
შეფასება“ www.maswavlebeli.ge ინტერნეტგაზეთი.
დანართი N 1
ფოკუსირებული დაკვირვების ოქმი
1. მასწავლებელი გაკვეთილის განმავლობაში განმავითარებელ შეფასებას იყენებს :
(
ხშირად, იშვიათად, არ იყენებს)
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------
2. რომელი განმავითარებელი შეფასების ფორმებს იყენებს?
კომენტარი
კითხვები
ურთიერთშეფასება
თვითშეფასება
ტესტი
შუქნიშანი
ესსე
სხვა
დანართი 2
ანკეტა მასწავლებლის
1.მრავალფეროვან განმავითარებელ შეფასებას ვაძლევ მოსწავლეებს:
1- ხშირად 2- იშვიათად 3- არასდროს
28
2.განმავითარებელი შეფასების რომელ ინსტრუმენტს ვიყენებ ყველაზე ხშირად?
---------------------------------------------------------------------------------------------------
3.განმავითარებელი შეფასების რომელ ინსტრუმენტს ვიყენებ იშვიათად?
---------------------------------------------------------------------------------------------------
3.რა მიშლის ხელს მეტი განმავითარებელი შეფასების გამოყენებაში
---------------------------------------------------------------------------------------------------
4.ვთვლი რომ განმავითარებელი შეფასება არის:
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 3
ანკეტა მოსწავლეებისთვის
1.რა სიხშირით იღებთ მასწავლებლებისგან განმავითარებელ შეფასებას?
ხშირად
იშვიათად
არასდროს
2.რამდენად მნიშვნელოვანია განმავითარებელი შეფასება თქვენი სწავლის პროცესის
გასაუმჯობესებლად?
ძალზედ მნიშვნელოვანია
მნიშვნელოვანია
ნაკლებად მნიშვნელოვანია
არ არის მნიშვნელოვანი
3.გეხმარება თუ არა განმავითარებელი შეფასება , სწავლის პროცესში აღმოაჩინო შენი
ძლიერი და სუსტი მხარეები
29
ყოველთვის
ხანდახან
არასდროს
4.განმავითარებელი შეფასების რომელ სტრატეგიას იყენებენ მასწავლებლები ყველაზე
ხშირად?
კომენტარი
შუქნიშანი
კითხვები
შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები
ურთიერთშეფასება
თვითშეფასება
ესსე
შემაჯამებელი ბარათები
სხვა
დანართი 4
ანკეტა მშობლებისთვის
პრაქტიკული კვლევა ეძღვნება განმავითარებელი შეფასების გაუმჯობესებას. მადლობას
გიხდით მონაწილეობისთვის.
1.განმავითარებელი შეფასება არის:
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
2.განმავითარებელი შეფასების რომელი სტრატეგიის გამოყენებას ანიჭებთ
უპირატესობას და რატომ?
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
30
დანართი 5
მეორადი ანკეტა მშობლებისთვის
1.უნდა იყენებდნენ თუ არა მასწავლებლები მრავალფეროვან განმავითარებელი
შეფასების სტრატეგიებს ხშირად?
კი არა
2.აქვს თუ არა მოსწავლეების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა განმავითარებელ
შეფასებას?
კი არა
დამართი 6
ფოკუსირებული დაკვირვების მეორადი ოქმი (მასწავლებლის)
1. რა სიხშირით იყენებს მასწავლებელი განმავითარებელ შეფასებას?
(ხშირად, იშვიათად, არ იყენებს)
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
2. იყენებს თუ არა მასწავლებელი განმავითარებელი შფასების სხვადასხვა
სტრატეგიებს? რომელი სტრატეგიები გამოიყენა ?
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
3. გაიზარდა თუ არა მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა სასწავლო პროცესში
ხშირი და მრავალფეროვანი განმავითრებელი შეფასების გაზრდის შედეგად?
31
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 7
მოსწავლის მეორადი ანკეტა
1. გაიზარდა თუ არა მასწავლებლის მხრიდან განმავითარებელი შეფასების
სტრატეგიების გამოყენების სიხშირე?
დიახ
მცირედით
არა
2. აამაღლა თუ არა მრავალფეროვანი განმავიტარებელი შეფასების ხშირად
გამოყენებამ ჩემი მოტივაცია?
დიახ
ნაწილობრივ
არა
3. განმავითარებელი შეფასების რომელი სტრატეგიებით გამრავალფეროვნდა
თქვენი შეფასება?
----------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------
4. თქვენი აზრით რომელი სტრატეგიის გამოყენება უწყობს ხელს ყველაზე
მატედ თქვენი ძლიერ და სუსტი მხარეების გამოვლენას და იძლევა
ხარვეზების აღმოჩენისა და აღმოფხვრის საშუალებას?
----------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------

32
რეკომენდაციები განმავითარებელი შეფასების თაობაზე
შეფასების განხორციელებამდე მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ზუსტად
განსაზღვროს: რა ინდა შეფასდეს, რა ჩაითვლება მიზნის მიღწევის მაჩვენებლად,როგორ
უნდა მოხდეს შეფასება და როგორ მოხდება შეფასების შედეგების გამოყენება.
კარგად ჩამოყალიბებული სასწავლო მიზანი მასწავლებელს საშუალებას აძლევს,
შეაფასოს ზუსტად ის, რის სწავლებასაც გეგმავს. ეს ნიშნავს შეფასების ვალიდურობას
სასწავლო მიზანთან მიმართებით.
მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეაფასებს
მოსწავლეებს და დაადგენს, თუ რა დონეზე მიაღწია მიზანს თითოეულმა მათგანმა.
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტის შინაარსი,
მისი დანიშნულება, ასევე ისიც, თუ რა დროს მოითხოვს მისი მომზადება და მიღბული
შედეგების ანალიზი. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გამოყოს სათანადო დრო
განმავითარებელი შეფასების შედეგების გასაანალიზებლად, დაფიქრდეს,რას ეუბნება
მას ეს შედეგები მოსწავლეთა სასწავლო საჭიროების შესახებ და დაგეგმოს აქტივობები.
მოსწავლეთა ინტერესების, დამოკიდებულებების, წინარე ცოდნის თუ ზოგადი
საჭიროების შესახებ მიღებული ინფორმაციის ორგანიზება შესაძლებელია მარტივი
ცხრილების დახმარებით („განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული
სწავლება“ თავი 7 - განმავითარებელი შფასების მონაცემთა ორგანიზება და ანალიზი.)
33
14/06/2019
კვლევის ავტორი: ნათია შეყლაშვილი / სსიპ გორისის საჯარო სკოლის სამოქალაქო
განათლების მასწავლებელი