Tuesday, April 29, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე


შეფასების სტრატეგიების განხილვა

მოსწავლეთა შეფასების ფორმების  შედგენა

Monday, April 28, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

1. განვსაზღვრეთ მოსწავლეთა მიღწევები
2. გამოვიყენეთ ინტერნეტი კვლევისათვის
3. შევქმენით მოსწავლეთა ნიმუშების შეფასებები

Thursday, April 24, 2014

მეორე მოდულის რეფლექსია

მეორე მოდულის დასრულების შემდეგ მზად მაქვს პროექტის გეგმა, რომელიც გადავამოწმე თუ რამდენად შეესაბამება იგი ესგ-ს მოთხოვნებს და რამდენად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. ვისწავლე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა, რომელიც შედგება სამი სახის: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი  კითხვებისაგან. ჩემი აზრით კითხვების ასეთი თანმიმდევრობით დასმის სტრატეგია გაცილებით ეფექტური იქნება.

Wednesday, April 23, 2014

მესამე ტრენინგდღის რეფლექსია

დღეს შევარჩიე პროექტის  თემა, დავსახე მიზნები ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე. ვფიქრობ პროექტზე მუშაობის პროცესი უფრო პროდუქტიული იქნება მიზნების მისაღწევად. მსგავს პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარებათ მომავალში სირთულეების დაძლევაში.

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში  გავეცანი პროექტებით სწავლების უპირატესობას. პროექტით სწავლება ხელს შეუწყობს თანამედროვე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას, აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში.