Tuesday, May 13, 2014
ტრენინგის მეცხრე დღე
ამ დღეს დავასრულეთ ტრენინგი.
პროექტით სწავლება ცოტა რთული, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მეთოდია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე. პროექტის განხორციელება სწავლების პროცესში მოსწავლეს შესძენს არაერთ საჭირო, ცხოვრებაში გამოსაყენებელ უნარ-ჩვევებს. და რაც მთავარია უფრო საინტერესოს, დატვირთულსა და აქტიურს გახდის სასწავლო პროცესს.
პროექტით სწავლება ცოტა რთული, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მეთოდია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე. პროექტის განხორციელება სწავლების პროცესში მოსწავლეს შესძენს არაერთ საჭირო, ცხოვრებაში გამოსაყენებელ უნარ-ჩვევებს. და რაც მთავარია უფრო საინტერესოს, დატვირთულსა და აქტიურს გახდის სასწავლო პროცესს.
Wednesday, May 7, 2014
ტრენინგის მერვე დღე
დღევანდელ დღეს მიუთითეთ შემდეგი საკითხები:
ფასილიტაციის რესურსების შექმნა
სასწავლო პროცედურების დასრულება
Monday, May 5, 2014
ტრენინგის მეშვიდე დღე
მასალების მომზადება მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით.
მოვამზადეთ პრეზენტაციის შაბლონი, რაც მოსწავლეებს გაუადვილებს მუშაობას.
მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება.
მუშაობის
დროს გამოვიყენებ დამატებით დროს სწავლისთვის, მოდიფიცირებულ სასწავლო დავალებებს,
ჯგუფური მუშაობას, შევეცდები მოსწავლეთა მუშაობის დროს გავაკეთო სამუშაოთა
დიფერენციაცია.
Tuesday, April 29, 2014
Monday, April 28, 2014
ტრენინგის მეხუთე დღე
1. განვსაზღვრეთ მოსწავლეთა მიღწევები
2. გამოვიყენეთ ინტერნეტი კვლევისათვის
3. შევქმენით მოსწავლეთა ნიმუშების შეფასებები
2. გამოვიყენეთ ინტერნეტი კვლევისათვის
3. შევქმენით მოსწავლეთა ნიმუშების შეფასებები
Thursday, April 24, 2014
მეორე მოდულის რეფლექსია
მეორე მოდულის დასრულების შემდეგ მზად მაქვს პროექტის გეგმა, რომელიც გადავამოწმე თუ რამდენად შეესაბამება იგი ესგ-ს მოთხოვნებს და რამდენად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. ვისწავლე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა, რომელიც შედგება სამი სახის: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვებისაგან. ჩემი აზრით კითხვების ასეთი თანმიმდევრობით დასმის სტრატეგია გაცილებით ეფექტური იქნება.
Wednesday, April 23, 2014
მესამე ტრენინგდღის რეფლექსია
დღეს შევარჩიე პროექტის თემა, დავსახე მიზნები ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე. ვფიქრობ პროექტზე მუშაობის პროცესი უფრო პროდუქტიული იქნება მიზნების მისაღწევად. მსგავს პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარებათ მომავალში სირთულეების დაძლევაში.
პირველი მოდულის რეფლექსია
ამ მოდულში გავეცანი პროექტებით სწავლების უპირატესობას. პროექტით სწავლება ხელს შეუწყობს თანამედროვე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას, აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
Subscribe to:
Posts (Atom)